11 ჯანსაღი ჩვევა, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს ჩვენთვის

0
548

ჩვენ ხშირად ვუჯერებთ მარკეტინგის სპეციალისტებს ან არაკომპეტენტურ მრჩევლებს და ასე ვიყალიბებთ ჯანსაღი ცხოვრების წესებს. ამის გამო უამრავი ერთი შეხედვით სასარგებლო ჩვევა გვიჩნდება, თუმცა ისინი რეალურად შეიძლება ძალიან საზიანოც იყოს. ამიტომ სჯობს შეამოწმოთ ეს სია და გაიგოთ, რომელი ჩვევაა ყველაზე საზიანო თქვენი ჯანმრთელობისთვის:

პირის წყლით გამორეცხვა

კბილები მათი დამცავი ზედაპირით, ფტორით იფარება, რისი ჩამორეცხვაც შესაძლებელია პირში წყლის გამოვლებით. ამიტომ სჯობს პირში წყლის მაგივრად სპეციალური პირის საწმენდი უალკოჰოლო ხსნარები გამოივლოთ.

სარბენ ბილიკზე ვარჯიში

სარბენ ბილიკზე დიდი ხნის განმავლობაში ვარჯიში შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს თქვენი სახსრებისთვის. ამის თავიდან ასაცილებლად ვარჯიშის რეჟიმს უნდა დაუმატოთ კუნთების გამაძლიერებელი ვარჯიშებიც. ეს წონაში დაკლებაშიც დაგეხმარებათ და სახსრებსაც დაიცავს.

სიესტა

შუადღეს ცოტახნით წაძინება ჯანსაღი და სასიამოვნო გვგონია, თუმცა მეცნიერების აზრით ასეთ ჩვევას გულის პრობლემების გამოწვევა შეუძლია.

ხელების დაბანა

რეკლამები გვაჯერებენ, რომ ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული საპონები დაავადებებისგან დაგვიცავს. თუმცა, მათი ხშირი გამოყენებით შეიძლება უფრო ძლიერი ბაქტერიების გაჩენა გამოვიწვიოთ. მეცნიერების აზრით ყოველდღიურად ჩვეულებრივი საპონის ხმარებაც საკმარისია.

რეგულარული სამედიცინო გამოკვლევა

წლიური სამედიცინო გამოკვლევები შეიძლება სრულიად გამოუსადეგარი და ძვირი იყოს. მეცნიერები გვირჩევენ სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას ჩვენი ასაკობრივი ჯგუფის და მისთვის დამახასიათებელი დაავადებების მიხედვით.

ვიტამინების მიღება

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ვიტამინებს იღებენ და ასევე ცუდი ჩვევები ახასიათებთ, 46 პროცენტით უფრო დიდი ალბათობით ავადდებიან სერიოზული დაავადებებით ვიდრე ისინი, რომლებიც ვიტამინებს არ იღებენ. ამიტომ სჯობს გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია ვიტამინების მიღების თაობაზე.

დიეტური სასმელები

მეცნიერების თქმით დღეში ერთი ქილა დიეტური გაზიანი სასმელის დალევაც კი გარკვეული დროის შემდეგ გულის დაავადებებს, სისხლის წნევის მატევას და წონის მომატებასაც გამოიწვევს.

წონაში კლების ტენდენცია

ზოგიერთი მეცნიერის აზრით ძალიან გამხდარი სხეულის ქონა სასარგებლო არ არის. მაგალითად ზოგიერთ ადამიანს, რომელიც ბევრს ჭამს და წონაში არ იმატებს, შესაძლოა ცხიმები მათი გულის და ღვიძლის ირგვლივ უგროვდებოდეს, რასაც სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია. ასევე გამხდარ ადამიანებს ზამთარში უფრო ადვილად ემართებათ გრიპი.

ყოველდღე დალაგება

ყოველდღე სახლის დალაგება კარგი ჩვევაა, თუმცა ეს არ ეხება გამწმენდ ქიმიურ საშუალებებთან ურთიერთობას. ისინი უამრავ ისეთ ქიმიურ ინგრედიენტს შეიცავენ, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ თვალების გაღიზიანება, თავის ტკივილები და სუნთქვის პრობლემები.

flip-flop-ების ჩაცმა ფეხების დასასვენებლად

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ასეთი ღია და მსუბუქი ფეხსაცმელების ჩაცმა ჩვენს ფეხებს ყოველდღიური ფეხსაცმელებისგან დასვენების საშუალებას აძლევს. თუმცა, ისინი საკმარის საყრდენს ვერ სთავაზობენ ჩვენს ქუსლებს მაგარ ნიადაგზე სიარულისას. ამიტომ მათი ჩაცმა მხოლოდ ქვიშაზე ან ბალახზე სიარულის დროსაა რეკომენდირებული.

ბევრი წყლის დალევა

წყალი მართლაც სასარგებლო და საჭიროა ჩვენი ორგანიზმისთვის. თუმცა, ძალიან ბევრი წყლის დალევამ შესაძლოა თირკმელების პრობლემები და ტვინის შეშუპება გამოიწვიოს. ასევე ზედმეტი წყლის დალევა ორგანიზმში ელექტროლიტების რაოდენობასაც ამცირებს, რასაც ჰიპონატრემიის გამოწვევა შეუძლია, რაც სერიოზული დაავადებაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here