ბავშვობა საოცარი პერიოდია და მშობლები ხშირად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბავშვები გაამხიარულონ. თუმცა, ზოგჯერ შეიძლება ზედმეტიც მოგივიდეთ. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ ისეთი აქტივობების სიას, რომელმაც შეიძლება ბავშვის ჯანმრთელობა დააზიანოს:
მოძრავი სკამები
– ასეთი აქსესუარები ამერიკაში წელიწადში 8 ათასზე მეტი ბავშვის დაზიანებას იწვევენ
– კუნთების არათანაბარი გაძლიერება, ფეხების და ტერფების დეფორმაცია
– ასეთი სკამით სიარული იწვევს ხერხემლის მოხრას მძიმე ზეწოლის გამო
– დამოუკიდებელი მოძრაობის თვისებების განვითარება ნერდება, რადგან ბავშვს აღარ აქვს დამოუკიდებლად სიარულის მოტივაცია
ზიანის შესამცირებლად გამოიყენეთ ასეთი აქსესუარები დღეში მაქსიმუმ 15 წუთით, ზრდასრულის ზედამხედველობით და ასევე ბავშვის მიერ დამოუკიდებლად სიარულის სწავლის შემდეგ.
წვენი და რძე
პასტერიზირებული ხილის წვენებში ვიტამინების შემცველობა დაბალია, თუმცა ისინი მდიდარია შაქრით, რომელიც კბილების პრობლემებსა და ჭარბწონიანობას იწვევს. ამიტომ სჯობს ისინი ჩაანაცვლოთ ნატურალურად გამოწურული წვენებით.
რძე უნდა დაალევინოთ მინიმუმ 1 წლის ბავშვებს და ასევე მისი ჩანაცვლება სჯობს კალციუმით მდიდარი საჭმელებით და D ვიტამინით სავსე პროდუქტებით.
კაშკაშა სათამაშოები
ბავშვები მათ ირგვლივ არსებული სამყაროს შესწავლას და სოციალურ ხასიათებს სათამაშოების წყალობით სწავლობენ. არაბუნებრივი ფერები, ელექტრონული ხმები და მსგავსი ასპექტები იწვევს ნეგატიურ ეფექტს ბავშვების კრეატიული აზროვნების ჩამოყალიბების და ხასიათის ფორმირების პროცესებზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს აგრესიული ქცევა, არალოგიკური შიშები და თინეიჯერული დეპრესია.
აირჩიეთ ნატურალური ფერების მქონე ხის ან ნაჭრის მასალით დამზადებული სათამაშები. თამაში უფრო სწავლის პროცესია ვიდრე გართობა, რის გამოც სათამაშოები უფრო რეალისტური უნდა იყოს.
თბილი სამოსი
რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო უარესია მისი თერმორეგულაცია. მათი გადახურება იწვევს ნევროტიზმს და შეიძლება სიცხის დარტყმაც გამოიწვიოს. ასევე ზედმეტად თბილი სამოსი ორგანიზმს ხელს უშლის დამცავი მექანიზმების ჩამოყალიბებაში ამინდის ცვლილებების დროს, რამაც შეიძლება იმუნიტეტის სისუსტე და სიცივესთან დაკავშირებული დაავადებების სიხშირე გამოიწვიოს. ბავშვი მაშინ გრძნობს თავს კომფორტულად, როდესაც მისი მუცელი და მკერდი მშრალია, ხოლო ხელები და ფეხები ვარდისფერი და თბილი.
ელექტრონული გაჯეტები
ელექტრონული ეკრანებიდან გამოსხივებული ლურჯი შუქი ბავშვის ბადურების დაზიანებას იწვევს. ამას კატარაქტების და სიბრმავის გამოწვევაც კი შეუძლია. თანაც სმარტფონების და ტაბლეტების გამოყენების დროს ბავშვის მოტორული და სენსორული შესაძლებლობები არ ყალიბდება და მას ცოცხალი კონტაქცის აკლდება. ეს ტვინში ლაპარაკზე, ხასიათზე, კომუნიკაციაზე და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი ნაწილის ჩამოყალიბების შეფერხებას იწვევს. უკეთესი იქნება თუ დღეში 1 საათზე მეტს არ დაუთმობს ბავშვი ეკრანების ყურებას და ასევე ტაბლეტების და სმარტფონების გამოყენებისას ადამიანებთან კონტაქტიც უფრო დადებით შედეგს მოგიტანთ.
ღვედი
ორსულობის დროს ღვედის დაბლითა ნაწილის მუცელზე გადაჭერამ ავარიის დროს შესაძლოა ბავშვის დაზიანება გამოიწვიოს. მოაქციეთ ღვედის ეს ნაწილი მცლის ქვეშ და დაჯექით გამართულად, რადგან წინ გადახრა ბავშვზე ზეწოლის გაზრდას გამოიწვევს. ასევე საჭე ზედმეტად ახლოს ხვდება მუცელთან, ამიტომ ორსულობისას მანქანის ტარება რეკომენდირებული არ არის, რადგან ავარიის დროს ამან შესაძლოა ფატალური შედეგი გამოიწვიოს.