ყველამ ვიცით, რომ ძილის წინ ჭამა ცუდი ჩვევაა, რადგან ეს გვასუქებს და ძილის ხარისხს აფუჭებს. სწორედ ამიტომ სჯობს ისწავლოთ ეს ხრიკები, რომლებიც ვახშმის შემდეგ მაცივრისკენ გახედვას დაგავიწყებთ:
1. მიირთვით კვერცხი საუზმეზე
კვერცხები წონის დაკლებაში დაგეხმარებათ, თანაც ისინი შვრიაზე და პურზე ორჯერ უფრო მეტად დაგანაყრებენ. ამის გამო მომავალი 24 საათი უფრო ნაკლები კალორიის მიღება მოგინდებათ.
2. არ იყიდოთ მაცდუნებელი სასუსნავები
თუკი არ გსურთ, რომ ძალიან გამოსცადოთ თქვენი მოთმინების უნარი, მაშინ ნუ იყიდით თქვენს ფავორიტ სასუსნავებს. ისინი ღამით ჭამისგან თავის შეკავებაში აუცილებლად შეგიშლიან ხელს.
3. მოერიდეთ ცარიელ კალორიებს
მარტივი ნახშირწყლებით სავსე ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ტკბილი სასმელები, ნამცხვრები, ცხიმიანი სოუსები და ალკოჰოლი, თქვენ აუცილებლად მოგანდომებენ საღამოს სხვა საჭმელების მირთმევასაც.
4. შეამცირეთ მარილის მიღება
მარილი შიმშილის გრძნობას ამძაფრებს. მის მაგივრად შეგიძლიათ იხმაროთ ხახვი, ნიორი და მწვანილები.
5. ჭამეთ ბროკოლი
სალათში ბროკოლის ჩამატება უფრო დიდი ხნით დაგანაყრებთ.
6. დაკავდით სპორტით
მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები შიმშილის გრნობას ამცირებს და ასევე სტრესსაც ამსუბუქებს, რაც ჭამის სურვილის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია.
7. გაგრილდით
ღამით ოთახის გაგრილება 17-18 გრადუსამდე თქვენ შიმშილის გრძნობის გაქრობაში დაგეხმარებათ. თანაც გრილ ოთახში უფრო მეტ კალორიებს ვწვავთ.
8. დალიეთ მინერალური წყალი
ჩვენ ხშირად გვერევა წყურვილი შიმშილში, რის გამოც სჯობს იოგურტის მსგავსი პროდუქტების ნაცვლად დალიოთ მინერალური წყალი შიმშილის გრძნობის გასაქრობად.
9. გაიხეხეთ კბილები
საღამოს კბილების გახეხვა ტვინს ჭამის დასრულების სიგნალს უგზავნის. ასევე პიტნის და მენთოლის გემო სასუსნავის ჭამის სურვილს გვიკარგავს.
10. დაიძინეთ საღამოს 11 საათამდე
დაიძინეთ იმ დრომდე, როდესაც როგორც წესი ღამით წახემსება გინდებათ. ყოველი დამატებითი ძილის საათი დღიურად მიღებული კალორიების რაოდენობას 6 პროცენტით ამცირებს.