მიირთვით ნატურალური სასმელი დაძინების წინ, რათა გააქტიუროთ ცხიმის წვისა და წონის კლების პროცესი

ახლოვდება ზაფხულის ცხელი დღეები და ალბათ ყველა ოცნებობს, რომ სწრაფად დააღწიოს თავი ზედმეტ კილოგრამებს. ეძებთ ეფექტურ საშუალებებს, რომელთა  წყალობითაც შეძლებთ, ლამაზად გამოიყურებოდეთ და თამამად ჩაიცვათ ის, რისი ჩაცმაც გსურთ.

სტატიაში შემოგთავაზებთ საოცარი სასმელის რეცეპტს, რომელიც სწრაფად მოგაშორებთ ზედმეტ კილოგრამებს. ჯადოსნური სასმელის წყალობით შეძლებთ წონის კლებისა და ცხიმის წვის პროცესის სტიმულირებას. ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე საოცრად ეფექტურ შედეგს მიიღებთ.

სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:      

  • ჯანჯაფილის კოჭა 1 ცალი (10 სმ სიგრძის)
  • წითელი ვაშლები 10-12 ცალი
  • 2 ცალი ლიმონის ცედრა
  • ნატურალური თაფლი გემოვნებით
  • დარიჩინის ჩხირები 1-2 ცალი
  • წყალი 4-5 ლ

სასმელი ორგანიზმს აჯერებს არა მარტო სასარგებლო ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, აგრეთვე ეხმარება ზედმეტი კილოგრამებისგან სწრაფად გათავისუფლებაში. მის შემადგენლობაში შემავალ თითოეულ ინგრედიენტს დიდი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის.

რატომ არის ეს სასმელი ეფექტური?

  • ჯანჯაფილი-მკურნალი, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და წმენდს ორგანიზმს. სწორედ, ამ თვისაბათა წყალობით ჯანჯაფილი ამცირებს წონას.
  • ლიმონი C ვიტამინის ბუნებრივი წყაროა.
  • თაფლი სასარგებლო ნივთიერებათა საწყობია.
  • დარიჩინი გაჯერებულია საოცარი შემადგენლობით, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ატონიზირებს ორგანიზმს. მისი არომატი კი განწყობას აუმჯობესებს.
  • ვაშლი არის პექტინის და ბოჭკოვანი ნივთიერებების, ვიტამინებისა და რკინის წყარო.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ჯანჯაფილი გათალეთ, დაჭერით რგოლებად და მოათავსეთ ქვაბში.
  2. ვაშლზე გააკეთეთ მცირე ზომის ჭრილები და ლიმონის ცედრასთან, დარიჩინის ჩხირებთან ერთად დაამატეთ ჯანჯაფილს.
  3. დაასხით 4-5 ლ წყალი და აადუღეთ (3 წთ ადუღეთ).
  4. ნახარში გადაწურეთ, დაახურეთ თავზე და დაელოდეთ გაციებას. თბილ სასმელს დაამატეთ თაფლი (სურვილისამებრ)  და ლიმონის წვენი.
  5. სასმელი შეგიძლიათ მიიღოთ თბილ ან ცივ მდგომარეობაში.

ნუ დააყოვნებთ, მოამზადეთ ჯადოსნური სასმელი, შეხვდით ცხელ დღეებს ლამაზები და თავდაჯერებულები.