შავქლიავი უნიკალურია იმით, რომ გაშრობის შემდეგ ქლიავში შემავალ ყველა ღირებულ ნივთიერებას ინარჩუნებს.
შავქლიავი ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებისა და ჰიპერტონიის პროფილაქტიკისთვის. მასში შემავალი კალიუმი სისხლის წნევას და ინსულტის რისკს ამცირებს.
შავქლიავი მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ის ორგანიზმის გამანადგურებელ თავისუფალ რადიკალებს შთანთქავს. ონკოლოგიური დაავადებების შესანიშნავ პროფილაქტიკას წარმოადგენს.
ორგანიზმის გამაახალგაზრდავებელი უძველესი რეცეპტი
1 კგ კარგად მოხარშული შავქლიავი საცერით გახეხეთ, ქვაბში თეთრი ყურძნის ღვინოს აურიეთ. აქვე წვრილად დაქუცმაცებული დარიჩინი და წვრილი შაქარი დაუმატეთ. ორჯერ აადუღეთ და 1 ჭიქა დღეში 2-ჯერ, ჭამამდე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ მიიღეთ.
შავქლიავის სამკურნალო რეცეპტები
ავიტამინოზის დროს
2 ს/კ წვრილ სახეხზე გახეხილ შავქლიავს, 1 ს/კ ასკილს, 1 ს/კ შავ მოცხარს 400 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 3 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და 2 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ.
50 მლ დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე მიიღეთ. პროფილაქტიკისა და პოლიავიტამინოზის მკურნალობისთვის 10-14 დღე მიიღეთ.
რეცეპტი 2
100 გრ შავქლიავს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით და 15 წუთით დააყენეთ. გადაწურეთ. 200 მლ დღეში ერთხელ მიიღეთ. მკურნალობის კურსი 7-10 დღე. საშუალება ავიტამინოზის დროს ეფექტურია.
რეცეპტი 3
1 ს/კ გახეხილი შავქლიავი, 1 ს/კ ასკილი, 1 ს/კ წითელი ცირცელი აურიეთ და 400 მლ მდუღარე წყალი დაასხით. 1,5 საათით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ.
100 მლ ნაყენი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე მიიღეთ. მკურნალობის კურსი 7-10 დღე. საშუალება ავიტამინოზის დროს ეფექტურია.
რეცეპტი 4
1 ს/კ შავქლიავი, 2 ს/კ წვრილად გახეხილი სტაფილო, 1 ს/კ ჭარხლის მშრალი მკლავი ან მანგოლდის ფოთლები, 1 ს/კ ასკილი, 1 ს/კ ჭინჭარი აურიეთ და 300 მლ წყალი დაასხით, დაბალ ცეცხლზე 7 წუთით ადუღეთ, ბნელ, გრილ ადგილას 3 საათით დააყენეთ, გადაწურეთ.
ავიტამინოზის პროფილაქტიკის მიზნით 100 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე დალიეთ. მკურნალობის კურსი – 7 დღე.
რეცეპტი 5
100 გრ გასუფთავებული სტაფილო და 100 გრ შავქლიავი დააქუცმაცეთ, 2 ს/კ თაფლში აურიეთ. პოლიავიტამინოზის დროს 1 ს/კ დღეში 5-ჯერ 3 კვირის განმავლობაში მიიღეთ. ექიმთან კონსულტანციის შემდეგ, 10 დღის შემდეგ მკურნალობის კურსი გაიმეორეთ.
რეცეპტი 6
1 სტაფილო და 100 გრ შავქლიავი გაასუფთავეთ, გარეცხეთ, წვრილ სახეხზე გახეხეთ, 1 ლიმონის წვენში აურიეთ. 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, 14 დღის განმავლობაში მიიღეთ. 7 დღეში კურსი გაიმეორეთ. საშუალება ავიტამინოზის დროს ეფექტურია.
რეცეპტი 7
30 გრ გახეხილი შავქლიავი, 50 გრ გახეხილი სტაფილო, 2 ს/კ შავი მოცხარის კენკრა, 1 ს/კ ასკილი და 1 ჩ/კ შავი მოცხარის ფესვები აურიეთ, 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 2 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. 100 მლ დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე C და B9 ვიტამინების დეფიციტის დროს მიიღეთ. მკურნალობის კურსი 14 დღე.
რეცეპტი 8
2 ს/კ შავქლიავი, 1 ს/კ ასკილის კენკრა, 1 ს/კ ჭინჭრის ფოთლები აურიეთ, 300 მლ წყალი დაასხით, დაბალ ცეცხლზე 5-7 წუთით ადუღეთ. ბნელ, გრილ ადგილას 3 საათით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ. 100 მლ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე დალიეთ. მკურნალობის კურსი 7-10 დღე. საშუალება ავიტამინოზის დროს ეფექტურია.
ანგინის დროს
5 ს/კ გახეხილი შავქლიავი, 1 ს/კ ასკილის ნაყოფი და 1 ს/კ შავი მოცხარი აურიეთ, 400 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 3 საათით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ და 2 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ/
100 მლ დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე, 14 დღის განმავლობაში მიიღეთ. საშუალება ანგინის დროს ეფექტურია.
რეცეპტი 2
1 ს/კ გახეხილი შავქლიავი და 1 ს/კ გახეხილი სტაფილო აურიეთ, 1 ჭიქა წყალი დაასხით, 5 წუთით ადუღეთ, გადაწურეთ, მდუღარე წყალი პირველი მოცულობის მიღებამდე დაასხით და 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ. მიღებული საშუალებით ყელი დღეში 2-ჯერ, 5 დღის განმავლობაში გამოივლეთ. საშუალება ანგინის დროს ეფექტურია.
რეცეპტი 3
1 ს/კ გახეხილ შავქლიავს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ.
ნაყენით ყელი დღეში 3-ჯერ, 5 დღის განმავლობაში გამოივლეთ. ამავდროულად 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე მიიღეთ. საშუალება ანგინის დროს ეფექტურია.
რეცეპტი 4
წვრილ სახეხზე 30 გრ შავქლიავი გახეხეთ, ემალის ან მინის ჭურჭელში მოათავსეთ, 1 ს/კ ვაშლის ძმარი დაუმატეთ და 1 საათით დააყენეთ. მიღებული სითხე გაწურეთ და მდუღარე წყალში 1:1 პროპორციით აურიეთ. მიღებული ხსნარით ყელი ყოველ 2-2,5 საათში გამოივლეთ. საშუალება ანგინის დროს ეფექტურია.
რეცეპტი 5
300 გრ შავქლიავი გარეცხეთ, წვრილად დაჭერით, 1 ლ წყალი დაასხით და 1 საათით ადუღეთ. ნაყენი გადაწურეთ და ყელის გამოსავლებად დღეში 3-4-ჯერ გამოიყენეთ.
სახსრებისთვის
100 გრ გახეხილ შავქლიავს 200 მლ წყალი დაასხით, დაბალ ცეცხლზე 15 წუთით ადუღეთ და გადაწურეთ. ნაყენით მარლა გაჟღინთეთ და დაზიანებულ სახსრებზე 20 წუთით დაიდეთ. პროცედურა დღეში 2-ჯერ გაიმეორეთ. მკურნალობის კურსი 7-10 დღე.
ანემიის დროს
1 ს/კ გახეხილ შავქლიავს და 1 ს/კ დაქუცმაცებულ კომბოსტოს ფოთლებს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 3 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. 3 ს/კ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. მკურნალობის კურსი 14 დღე.
ართრიტის დროს
1 ს/კ გახეხილ შავქლიავს და 1 ს/კ ოროვანდის ფესვებს 2 ჭიქა წყალი დაასხით, დაბალ ცეცხლზე 15 წუთით ადუღეთ და გადაწურეთ. 1 ს/კ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 1 საათით, 7-10 დღის განმავლობაში მიიღეთ.
რეცეპტი 2
შავქლიავი სახეხზე გახეხეთ, თიხას პროპორციით 1:3 აურიეთ, გააბრტყელეთ და მტკივნეულ სახსრებზე დაიდეთ, სახვევით დააფიქსირეთ. მსგავსი კომპრესი ტკივილის გაქრობამდე, ყოველ ღამით გამოიყენეთ. საშუალება ართრიტის დროს ეფექტურია.
რეცეპტი 3
1 ს/კ გახეხილ შავქლიავს, 1 ს/კ გახეხილ ხახვს, 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ ნიორს და 2 ს/კ ოროვანდის ფესვებს 500 მლ არაყი დაასხით და 14 დღე დააყენეთ. პერიოდულად შეანჯღრიეთ. შემდეგ გადაწურეთ და კიდევ 1 დღე გააჩერეთ.
მკურნალობის სქემა: პირველ დღეს 1 წვეთი ნაყენი დალიეთ, შემდეგ ყოველ დღე თითო წვეთი დაუმატეთ, სანამ 7 წვეთს არ მიაღწევთ.
ამის შემდეგ რაოდენობა თითო წვეთობით შეამცირეთ. საშუალება ართრიტის დროს ეფექტურია.
ათეროსკლეროზის დროს
1 ს/კ წიწიბურას ყვავილებს და 1 ს/კ გახეხილ შავქლიავს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 2 საათით თავდახურულ ჭურჭელში დააყენეთ და გადაწურეთ. 100 მლ დღეში 3-4-ჯერ მიიღეთ, მკურნალობის კურსი 7 დღე. საშუალება ათეროსკლეროზის დროს ეფექტურია.
რეცეპტი 2
1 ს/კ წვრილ სახეხზე გახეხილ შავქლიავს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით, წყლის ორთქლზე 20 წუთით გააცხელეთ და გადაწურეთ. 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. მკურნალობის კურსი 21 დღე.
რეცეპტი 3
300 გრ გახეხილი შავქლიავი 300 გრ თაფლს აურიეთ, ბნელ ადგილას 7 დღით დააყენეთ. 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 30 დღის განმავლობაში მიიღეთ. 10 დღიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ.
ბრონქიტის დროს
1 ჩ/კ ხმელი დაქუცმაცებული ტყის მარწყვის ფესურას, 1 ს/კ მარწყვის ფოთლებს და 1 ს/კ გახეხილ შავქლიავს 1 ჭიქა წყალი დაასხით, 15 წუთით ადუღეთ, 1 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. 3 ნაწილად გაყავით და დღის განმავლობაში დალიეთ. მკურნალობის კურსი 7 დღეს შეადგენს.
რეცეპტი 2
1 ს/კ გახეხილი შავქლიავი და 1 ს/კ არყის კვირტები აურიეთ, 1 ჭიქა წყალი დაასხით და 15 წუთით ადუღეთ. 1 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. 200 მლ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე მიიღეთ. მკურნალობის კურსი 7 დღე.
რეცეპტი 3
250 გრ გახეხილი შავქლიავი, 250 გრ დაქუცმაცებული ხახვი, 100 გრ თაფლი ემალის ჭურჭელში მოათავსეთ, 1 ლ წყალი დაასხით და დაბალ ცეცხლზე 3 საათით ხარშეთ. გადაწურეთ და 1 ს/კ მიიღეთ. მიღების სიხშირე: დღეში 3-4-ჯერ. ჭამამდე 15-20 წუთით ადრე მიიღეთ.
რეცეპტი 4
2 ს/კ ტუხტის ყვავილებს და 1 ს/კ გახეხილ შავქლიავს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 10-15 წუთით დააყენეთ, თბილი სახით 100 მლ დღეში 3-4-ჯერ მიიღეთ.
რეცეპტი 5
2 ს/კ კვლიავის თესლი და 1 ს/კ გახეხილი შავქლიავი აურიეთ, 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით, თერმოსში 1 საათით დააყენეთ, გადაწურეთ.
50-75 მლ ნაყენი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე მიიღეთ.