ცნობილი დიეტების წყალობით წონაში ბევრი იკლებს, თუმცა ასეთი ადამიანების უმრავლესობა რამდენიმე კვირის შემდეგ ისევ იწყებს წონის მომატებას. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ იმ სანდო ხრიკებს, რომელიც წონის დაკლებასა და სასურველი ფორმის დიდი ხნით შენარჩუნებაში დაგეხმარებათ:
1. თქვენი დიეტა არ უნდა გაყენებდეთ ცუდ ხასიათზე
თუკი დღის განმავლობაში ნაჭამი ყველა პროდუქტი იწვევს დანაშაულის შეგრძნებას თქვენი თავის დასჯის გამო, მაშინ ასე სასურველ შედეგებს ვერ მიიღებთ. ასეთ დროს სჯობს მოეშვათ ექსტრემალური წესების დაცვას და იფიქროთ იმ პოზიტიურ შედეგებზე, რომელსაც უკვე მიაღწიეთ.
2. აირჩიეთ კონტროლირებადი დიეტები ზედმეტად მკაცრი დიეტების ნაცვლად
თუკი გადაწყვიტეთ მკაცრი დიეტის დაცვა, მაშინ უნდა იყოთ მზად ისეთი გვერდითი ეფექტებისთვისაც, როგორიცაა შფოთვები, სტრესი, თმის ცვენა, მოწყენილობა, ნერვიულობა, კონცენტრაციის დაკარგვა და სხვა ფიზიკური პრობლემები. ყოველთვის სჯობს გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან და მისი დახმარებით შეარჩიოთ თქვენს მდგომარეობაზე მორგებული სწორი დიეტის გეგმა.
3. დაისახეთ რეალური მიზნები
დიეტის და ცხოვრების წესის რადიკალურად შეცვლა სასარგებლო არ არის. გადადგით მცირე ნაბიჯები და მიყევით ჯანსაღ დიეტას. გახსოვდეთ, რომ მოდელის გარეგნობის მიღება ერთ კვირაში სრულიად შეუძლებელი მიზანია და სჯობს ყველაზე რაციონალური მიზნები დაისახოთ.
4. ენდეთ თქვენი გონების ძალას
თქვენი გონება ნებისმიერი მიზნის მიღწევის საკითხში ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. როცა მოგინდებათ ვარჯიშის გაცდენა ან რაიმე აკრძალული პროდუქტის ჭამა, მაშინ აუცილებელია ფოკუსირდეთ თქვენს მიზნებზე. აუცილებლად გაართეთ მოწყენილი გონება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იგი შიმშილზე ფიქრს დაგაწყებინებთ.
5. არ დაგავიწყდეთ მარტივი წესი: ” ნაკლები უფრო მეტია”
შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში ჭამა მცირე პორციებით მართლაც საუკეთესო გზაა წონაში დაკლებისთვის. ეს შიმშილის გრძნობის გაჩენას უშლის ხელს და თქვენს მეტაბოლიზმსაც აქტიურობას უნარჩუნებს.
6. არ დაგავიწყდეთ თქვენი პროგრესის აღრიცხვა
აიწონეთ ყოველდღე და ჩაიწერეთ ყველა ცვლილების შესახებ ინფორმაცია. ეს დაგეხმარებათ თქვენი პროგრესის შეფასებაში და გაკონტროლებაში, მინიმალური მიღწევების დროსაც კი. გახსოვდეთ, რომ ნელი და სტაბილური წონის კლების პროცესი ყველაზე იდეალური გზაა თქვენი ჯვევების გამოსასწორებლად ტანჯვის გარეშე.
7. აუცილებლად ივარჯიშეთ!
ჯანსაღი დიეტა წონის დაკლებაში დაგეხმარებათ, თუმცა კუნთების ლამაზ ფორმას და სხეულის გამოკვეთილ ფორმებს ვერ მიიღებთ ვარჯიშის გარეშე. დიეტის მსგავსად ვარჯიშის შემთხვევაშიც მთელი დღის სავარჯიშო დარბაზში გატარება საჭირო არაა და შეგიძლიათ დაიწყოთ ეს პროცესი პატარა ნაბიჯების გადადგმით. დასაწყისისთვის დღეში 15 წუთიანი ვარჯიში საკმარისია