ჩვენ წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმისთვის, რომ ლამაზთან ერთად ასევე ჯანმრთელიც იყოთ. სწორედ ამიტომ გირჩევთ საუკეთესო საჭმელებს, რომლების ჭამაც დიეტოს დროს ცხიმების უფრო ეფექტურად დაწვაში დაგეხმარებათ:
14. მწვანე ყავა
მწვანე ყავის მარცვლებო ქლოროგენულ მჟავებს შეიცავენ, რომლებიც ამცირებს შაქრის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რის გამოც ხდება დაგროვილი ცხიმების წვა. ეს მჟავები ასევე იწვევს ღვიძლის მეტაბოლური აქტივობების სტიმულირებას და ამით უფრო მეტ ცხიმს წვავთ.
13. ვაშლი
ვაშლები მდიდარია ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით, რის გამოც ისინი ძალიან უწყობენ ხელს მუცლის ცხიმების წვას.
12. ცისფერი თევზი
ცისფერი თევზი ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რაც ანადგურებს ზედმეტ ცხიმებს და ხელს უშლის სხეულში მათ დაგროვებას.
11. ბანანი
ბანანი პოტასიუმის, კალციუმის, მაგნიუმის და ვიტამინების იდეალური წყაროა. დღეში ერთი ბანანის ჭამა წონაში დაკლების ბრძოლის მოგებაში დაგეხმარებათ.
10. ციტრუსოვანი ხილი
ციტრუსოვანი ხილი C ვიტამინითაა სავსე, რაც ამცირებს ინსულინის დონეს და ორგანიზმს ცხიმების უფრო სწრაფად მონელებაში ეხმარება.
9. ზღვის პროდუქტები
ზღვის პროდუქტები მონოშეჯერებულ ცხიმებს შეიცავენ, რაც ზედმეტი ცხიმების დაგროვებაში გიშლით ხელს. ისინი ასე ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებსაც შეიცავენ.
8. ნესვი და საზამთრო
ორივე ხილი სავსეა წყლით და პოტასიუმით, რაც შეშუპებისგან დაგიცავთ.
7. ნიგოზი და ნუში
ორივე მათგანი დიდი ოდენობით ომეგა-3 ვიტამინს და პროტეინს შეიცავს. თანაც, ნუში დაგეხმარებათ შაქრის გაკონტროლებაში და მეტაბოლიზმის გააქტიურებაში.
6. ავოკადო
ეს ეგზოტიკური ხილი ოლეურ მჟავებს შეიცავს, რომელიც მაგიურად ამცირებს შიმშილს გრძნობას. იგი ასევე ფაიბერსაც შეიცავს, რითიც წონის მომატებისგან გიცავთ.
5. კვინუა
კვინუა ბევრ ფაიბერს, ცოტა კალორიებს, პროტეინს, ანტიოქსიდანტებს, რკინას, E ვიტამინს და ბევრ სხვა სასარგებლო ელემენტებს შეიცავს, რითიც გეხმარებათ შიმშილის გაკონტროლებასა და ცხიმის დაწვაში.
4. პამიდორი
პამიდორი თქვენს სისხლში ცხიმების და ქოლესტეროლის დონეს ამცირებენ.
3. კენკრა
მარწყვი, ჟოლო, მაყვალი და მოცვი შეიცავენ ისეთ სასარგებლო ელემენტებს, რომლებიც ორგანიზმში ცხიმების და შაქრის დოზას ამცირებენ. მათი ჭამით ასევე მალე გაგიქრებათ შიმშილის გრძნობა.
2. ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი ორგანიზმში ანადგურებს ცუდი სახეობის ცხიმებს და ასევე ამცირებს სტრესის ჰორმონი კორტისოლის დონეს, რითიც წონის მომატებისგან გიცავთ. იგი დადებითი ეფექტების უმრავლესობას კარგავს გაცხელებისას, ამიტომ სჯობს დალიოთ ერთი კოვზი უზმოზე ან დაუმატოთ სალათს.
1. ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარი პექტინს შეიცავს, რაც ტვინს კმაყოფილების გრძნობის გაჩენაში ეხმარება. იგი ასევე ნატურალურ დეტოქსიკაციაში და ორგანიზმის გაწმენდაში გეხმარებათ.