თუ სახეს ამ ზეთებით დაიბანთ, საიმედოდ დაიზღვევთ თავს ნაადრევი სიბერისგან

კანის მოვლის პროცედურათა შორის ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გაწმენდა. თუ ეს ეტაპი უხარისხოდ მიმდინარეობს, მაშინ დარბილებასა და დეტენიანებას არანაირი შეღავათი ექნება, არამედ პირიქით მხოლოდ ზიანს მივაყენებთ კანს.

ბევრი ადამიანი სახის კანის გასაწმენდად იყენებს ჰიდროფილურ ზეთს. ეს არის საშუალება, რომელიც მთლიანად ხსნის მაკიაჟს და ასუფთავებს კანს ცხიმოვანი საცობებისგან. და რაც მთავარია, ეს ეფექტური გამწმენდი საშუალება ყველასთვის ხელმისაწვდომია.

სტატიაში გიამბობთ თუ რატომ არის ზეთით გაწმენდა ასეთი სასარგებლო და როგორ მოვამზადოთ კანის გამწმენდი საშუალება საშინაო პირობებში. აქვე დავძენ, რომ საშუალება გამოიყენება ნებისმიერი ტიპის კანისთვის.

იხილეთ რა სარგებლობა მოაქვს ზეთით დაბანას:

  • ეფექტურად აშორებს მაკიაჟს;
  • ათანაბრებს სახის კანის ფერს;
  • წმენდს ფორებს;
  • კანი არ იქერცლება;
  • გამწმენდი საშუალებების უმეტესობა კანს აშორებს ბუნებრივ ცხიმოვან ფენას. ეს ცხიმიან კანს კიდევ უფრო ცხიმიანს ხდის, ხოლო მშრალს კიდევ უფრო-მშრალს.
  • კანსს აახალგაზრდავებს;
  • ზეთების შემადგენლობა გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით, რომელიც ეფექტურად ებრძვის თავისუფალ რდიკალებს, რომლებიც აგრესიულად მოქმედებს კანზე.
  • კანს კვებავს და ატენიანებს;
  • ვიტამინები და სასარგებლო ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ზეთების შემადგენლობაშია, აღწევს კანის ყველაზე ღრმა ფენებში, რაც ხელს უწყობს ჟანგბადის უკეთ შეღწევას.

ყველაზე ბიუჯეტური ჰიდროფილური ზეთი აბუსლათინის ზეთია.

საშინაო პირობებში გამწმენდი ზეთების მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. აბუსალათნის ზეთი აურიეთ შედარებით მსუბუქ ავოკადოს ან ნუშის ზეთს. დაიმახსოვრეთ, აბუსალათინის ზეთი აუცილებლად უნდა იყოს 10-30%-იანი.
  2. რაც უფრო მშრალია კანი, მით უფრო ნაკლებ პროცენტიანი აბუსალათინის ზეთი უნდა გამოიყენოთ. შემდეგ სურვილისამებრ დაამატეთ საყვარელი ეთერზეთის რამდენიმე წვეთი და ყველაფერი კარგად აურიეთ.
  3. ხელის გულზე დაისხით მცირე რაოდენობის აბუსალათინის ზეთი, რათა გათბეს სხეულის ტემპერეტურაზე. დაიტანეთ სახეზე და წრიული მასაჟური მოძრაობებით კარგად შეიზილეთ. გაიჩერეთ 2-3 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.
  4. ღრმა წმენდის დროს სახე არ დაიბანოთ. ცხელ წყალში დასველებული პირსახოცი კარგად გაწურეთ, სახეზე დაიფინეთ და რამდენიმე წუთი გაიჩერეთ, რათა კანი შეთბეს და ფორები გაიხსნას, შემდეგ კი ხელსახოცით გაიწმინდეთ.
  5. ეს პროცედურა 1-2-ჯერ გაიმეორეთ. ბოლოს სახე გაიწმინდეთ ტონიკით და წაისვით მალამო.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამწმენდი პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში 1-2-ჯერ და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.