6 დიეტის საიდუმლო, რომელიც წარმატებით გახდომაში დაგეხმარებათ

სტატისტიკის მიხედვით საშუალოდ ადამიანი წელიწადში ოთხჯერ ცდილობს წონაში დაკლებას. თუმცა, მხოლოდ 100 ადამიანიდან ერთი ახერხებს ამ მიზნის წარმატებით მიღწევას. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ იმ საუდმლოებს, რომლებიც თქვენი მცდელობის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ:

1. იყავით თანმიმდევრული

რადიკალური დიეტის დაცვა სხეულისთვის დიდი სტრესის მომტანია და ისიც შესაბამისად რეაგირებს. ეცადეთ არ მოსთხოვოთ მას ერთჯერზე ბევრი და გადადით ჯანსაც ცხოვრებაზე თანმიმდევრული პროგრესით.

2. აკონტროლეთ თქვენი პროგრესი

ეს თქვენ წარმოგიდგენთ რეალურ სურათს იმის შესახებ, თუ რამდენი კილოს დაკლება მოახერხეთ. ზოგჯერ რამდენიმე თვეა საჭირო ვიზუალური ცვლილებების შესამჩნევად, რის გამოც მოტივაციის დაკარგვისგან თავის დასაცავად ყველა პატარა ცვლილების აღრიცხვაა საჭირო.

3. იყავით ფიზიკურად აქტიური

კარგი ნუტრიციების შეხამება აუცილებელია რაიმე სახის ფიზიკურ აქტივობასთან. დაბალრისკიანი აქტივობებიც კი ძალიან დაგეხმარებათ ყოველდღიურად.

4. მიიღეთ მეგობრებისგან და ნათესავებისგან მხარდაჭერა

დიეტაზე ყოფნისას გარშემო მყოფი ადამიანებისგან მიღებული მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შეუძლიათ შეგახსენონ კალორიების სწორი რაოდენობის მიღების შესახებ და ასევე დაგამშვიდოთ დიეტის დარღვევის დროს.

5. ამოიცანით თქვენი მეტაბოლიზმის ტიპი

თუ ნელი მეტაბოლიზმი გაქვთ, აღიჭურვეთ მოთმინებით და არ დაკარგოთ მოტივაცია. ასეთ შემთხვევებში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაცული დიეტა ერთ დღეს ძალიან შესამჩნევ ცვლილებებად იქცევა. თქვენი მეტაბოლიზმის აჩქარება წყლის რეგულარული დალევით და ბოსტნეულის და ხილის ჭამით შეგიძლიათ.

6. ყველა დიეტა საჭიროებს ზედამხედველობას

თუ დიეტის დაწყებაზე ფიქრობთ, მაშინ სჯობს დაუკავშირდეთ კარგ ნუტრიციონისტს რჩევების მისაღებად. გახსოვდეთ, რომ ყველა სასწაული და რადიკალური დიეტის სახით ცნობილი მეთოდის დაცვისას თქვენ სერიოზული რისკის ქვეშ აყენებთ საკუთარ ჯანმრთელობას. დაბალკალორიულ დიეტებს აკლია საკმარისი საჭირო ნუტრიციები, რომელიც თქვენი ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. მათი დანაკლისის შემთხვევაში თქვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.