წარმოგიდგენთ 10 მეცნიერულ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა მოუვა თქვენს სხეულს ყოველდღიური მენიუდან ხორცის ამოღების და მისი ჭამის შეწყვეტის შემთხვევაში:
10. თქვენ დაიკლებთ წონას
ხორცის ჭამის შეწყვეტით 5 კილომდე წონას თავისით დაიკლებთ.
9. მუცელში დამცავი ბაქტერიების რაოდენობა გაიზრდება
კვლევების მიხედვით ვეგეტარიანელი ადამიანების მუცელში უფრო მეტი დამცავი ბაქტერია არსებობს, თუმცა ხორცის ჭამის შემდეგ მუცლის ფლორას რეორგანიზებისათვის გარკვეული დრო სჭირდება.
8. თქვენი კანი უფრო ჯანსაღი გამოჩნდება
ბევრი ვეგეტარიანელი ამჩნევს მათი კანის გაჯანსაღების და გამონაყარის გაქრობის ფაქტს. მეცნიერები ამას ტოქსიკური ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოდევნის შედეგად მიიჩნევენ.
7. თქვენ იქნებით უფრო ენერგიული
ვეგეტარიანული დიეტა თავს გაგრძნობინებთ უფრო მსუბუქად, გაკლებინებთ წონაში და გამოდევნის სხეულიდან ტოქსინებს. ამიტომ ენერგიის შენარჩუნებას უფრო მარტივად ახერხებთ.
6. კარდიოვასკულარული დაავადებების რისკი შემცირდება
წითელ ხორცს და კარდიოვასკულარულ დაავადებებს შორის კავშირი დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს. ამის მიზეზია ხორცში შემავალი კარნიტინი, რომელიც სხეულში გულზე ნეგატიურად მოქმედ ქიმიურ რეაქციებს იწვევს.
5. თქვენი ქოლესტეროლის დონე ერთი მესამედით შემცირდება
როდესაც ხორცს არ ჭამთ, თქვენს სისხლში ქოლესტეროლის დონე მცირდება. ეს ქოლესტეროლის სამკურნალო წამლის მიღების ეფექტს ჰგავს, თუმცა ამ შემთხვევაში არანაირი გვერდითი ეფექტები არ შეგაწუხებთ.
4. თქვენი კარგი გენები უკეთ იმუშავებენ
გარემო პირობები ჩვენ გენებზე ახდენს გავლენას. არსებობს ასევ კარგი და ცუდი გენები. ცუდი გენები არაჯანსაღი ცხოვრების განმავლობაში უფრო აქტიურად მუშაობენ, რაც ქრონიკული დაავადებების და ჭარბწონიანობის გამომწვევია. ჯანსაღი ცხოვრების წესი კარგ გენებს ააქტიურებს, რაც ორგანიზმის მუშაობას ასტაბილურებს.
3. შეიძლება გაჩნდეს ნუტრიციების ნაკლებობა
ხორცის ჭამის შეწყვეტის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს იოდის, რკინის, D ვიტამინის და B12 ვიტამინის ნაკლებობა. თუმცა, მეცნიერების თქმით თუ თქვენს მენიუში საკმარისად შეიტანთ ლობიოს, მწვანილს, თხილეულს, ხილს, მუქ მწვანე ბოსტნეულს და მარცვლეულს, მაშინ ბალანსი მარტივად აღდგება.
2. შეიძლება დაკარგოთ თქვენი გემოს შეგრძნება
თუთია საჭირო ელემენტია გემოს სენსაციების შეგრძნებისთვის. იგი დიდი რაოდენობით შედის წითელი ხორცის შემადგენლობაში, რის გამოც ვეგეტარიანელებს სხვა წყაროების პოვნა სჭირდებათ მის მისაღებად. საბედნიეროდ რძის პროდუქტები საკმარისი რაოდენობის თუთიას შეიცავს. თუმცა, ვეგეტარიანელებს დღეში თუთიის 50 პროცენტით უფრო მეტი რაოდენობის მიღება სჭირდებათ მათ საჭმელთან ერთად.
1. კუნთებს უფრო დიდი დრო დასჭირდებათ გაჯანსაღებისთვის
პროტეინი აუცილებელი ელემენტია კუნთების სიძლიერის დასაბრუნებლად ვარჯიშის შემდეგ. ცხოველური და მცენარეული პროტეინები ერთნაირად ასრულებენ ამ დავალებას. თუმცა, მცენარეულ პროტეინებს მუშაობის დაწყებისთვის უფრო დიდი დრო სჭირდებათ. ამის გამო მცენარეული პროტეინი ვარჯიშის დასრულებისთანავე უნდა მიირთვათ, რადგან ასე უფრო მარტივად და სწრაფად აღიქვავს მას ორგანიზმი.