როგორ მოვამზადოთ დესერტი რძით ან არაჟნით

0
1752

საყვარელ ჟელეს დესერტს, რომელიც ნოსტალგიებს იწვევს, კაფესა თუ პიცერიაში იშვიათად თუ შეხვდებით. შესაძლოა, სიმარტივის და უბრალო გარეგნობის გამო დესერტმა „მოზაიკა“ ან „გატეხილი შუშა“ თანამედროვე დაწესებულებებში თავისი აქტუალობა დაკარგა. არადა მსუბუქი დესერტი ხშირად გვაკლია. საბედნიეროდ, „მოზაიკის“ მომზადება ძალიან მარტივია.

ჟელეს ტორტი ცხობის გარეშე

საკონდიტრო მაღაზიებში ტორტების მრავალფეროვნება გვაოცებს, მაგრამ განსაკუთრებულ დღესასწაულებზე სპეციალური დესერტი გვსურს. ჟელეს შიგთავსის მქონე ბისკვიტის ტორტის მოყვარულებს ვურჩევთ ფორთოხლის ჟელეს ტორტის რეცეპტი აითვისონ. რამდენიმე საათიანი მომზადება ტრიუმფით და სტუმრების მადლობებით დასრულდება.

ასეთი ჟელეს ტორტი ნებისმიერი წვეულებისთვის შესაფერისი იქნება, განსაკუთრებით მაშინ, როცა გაზქურასთან დიდხანს ყოფნა არ გსურთ. ის ღირსეულად გამოიყურება, კუჭს არ ამძიმებს და ჭამის შემდეგ ნაზ და მოკრძალებულ გემოს ტოვებს. დღეს გიზიარებთ დესერტის რეცეპტებს, რომელიც დიდ ძალისხმევას და ფულს არ საჭიროებს.

ჟელეს დესერტი შესქელებული რძით

ინგრედიენტები:

  • 950 მლ წყალი
  • 90 გრ კივის ჟელე
  • 90 გრ ალუბლის ჟელე
  • 90 გრ ლიმონის ჟელე
  • 20 გრ ჟელატინი
  • 500 გრ შესქელებული რძე

მომზადება:

1. თავდაპირველად ყველაზე გემრიელი მოამზადეთ – ჟელეს ფერადი ნაჭრები. მრავალფეროვანი ჟელე სხვადასხვა ჭურჭელში ჩაყარეთ და წყალი აადუღეთ. თითოეულ ჟელეს 300 მლ მდუღარე წყალი დაასხით და სრულ გახსნამდე აურიეთ.

2. ფერადი ჟელე გააგრილეთ და 2 საათით მაცივარში შეინახეთ, რომ ჟელე კარგად გამაგრდეს და ადვილად დაიჭრას.

3. ფერადი დესერტის მთავარი ნაწილი რომ მოამზადოთ 20 გრ ჟელატინს 50 მლ წყალი დაასხით და 10 წუთით გასივება აცადეთ.

4. ჟელატინი წყლის ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში გახსენით და შესქელებული რძე აურიეთ.

5. ფერადი ჟელე მცირე კუბებად დაჭერით. ფორმაში გადაიტანეთ და შესქელებული რძის და ჟელატინის ნარევი დაასხით.

6. დესერტი 8 საათით მაცივარში გააჩერეთ. საბოლოოდ მიიღებთ ტკბილ დესერტს მჟავე გემოთი, რომელსაც ფერადი ჟელე ანიჭებს.

ფერად დესერტს ხშირად ფხვიერი ნამცხვრის საფუძველზე ამზადებენ. თუ ასეთი კომბინაცია გიყვართ, ჟელეს ტორტის ფხვიერი ნამცხვრით მომზადება ძალიან მარტივია. ფხვიერი ნამცხვარი დააქუცმაცეთ და კარაქს აურიეთ, შემდეგ მაცივარში 2 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ ყველაფერი რეცეპტის მიხედვით მოამზადეთ.

ჟელეს ტორტი რძით მოეწონება მათ, ვინც სხეულის ფორმებზე ზრუნავს. ჩვეულებრივი რძით მომზადებული დესერტი წარმოდგენილ რეცეპტებს შორის ყველაზე ნაკლებ კალორიას შეიცავს. სწორედ ამიტომ, მაშინაც კი, თუ დიეტაზე ხართ, სადილზე ჟელეს დესერტის ნაჭერი თქვენს ფორმებს არ დააზიანებს.

ჟელეს დესერტი რძით

ინგრედიენტები:

  • 90 გრ კივის ჟელე
  • 90 გრ მარწყვის ჟელე
  • 90 გრ ლიმონის ჟელე
  • 1 ლ რძე
  • 4 ს/კ შაქარი
  • 10 გრ ვანილი

მომზადება:

1. ფერადი ჟელე სხვადასხვა ჭურჭელში ინსტრუქციის მიხედვით მოამზადეთ. გააგრილეთ და 2 საათით მაცივარში შეინახეთ. ჟელე სწრაფად რომ გამაგრდეს, ფართო ფორმები გამოიყენეთ.

2. ჟელატინი წყლის ორთქლზე გახსენით და რძეს აურიეთ. შაქარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. რძის ნარევის სრულად გაგრილებას დაელოდეთ.

3. ფერადი ჟელე ნაჭრებად დაჭერით და ღრმა თასში აურიეთ.

4. ჟელეს ნაჭრებს რძე დაასხით და მაცივარში მთელი ღამე გააჩერეთ. დესერტს სადღესასწაულო გარეგნობა რომ ჰქონდეს, შეგიძლიათ სილიკონის საცხობი ფორმა გამოიყენოთ. ასე ადვილად ამოღებას შეძლებთ და დესერტს არ გააფუჭებთ.

ხშირად საყვარელ ჟელეს ტორტს არაჟნით ამზადებენ. რატომაც არა? რეცეპტი საკმაოდ მარტივია.

ჟელეს დესერტი არაჟნით

ინგრედიენტები:

  • 90 გრ კივის ჟელე
  • 90 გრ ფორთოხლის ჟელე
  • 90 გრ ალუბლის ჟელე
  • 500 გრ არაჟანი
  • 20 გრ ჟელატინი
  • 200 გრ შაქარი

მომზადება:

1. ჟელე თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ, რაც უფრო ბევრ ფერს გამოიყენებთ, დესერტი მით უფრო გემრიელი და ლამაზი გამოვა. ჟელე ინსტრუქციის მიხედვით მოამზადეთ. სწრაფად რომ გამაგრდეს, ინსტრუქციაში მითითებული წყლის რაოდენობა 30%-ით შეამცირეთ.

2. ჟელე ფორმებში ჩაასხით და 2 საათით მაცივარში შეინახეთ.

3. მზა ფერადი ჟელე ფორმებიდან ამოიღეთ და ნაჭრებად დაჭერით. ჟელეს ნაჭრები დიდ თასში აურიეთ.

4. ჟელატინს 60 მლ მდუღარე წყალი დაასხით და წყლის ორთქლზე გახსენით.

5. არაჟანს შაქარი დაუმატეთ და აურიეთ. არაჟანს ჯელატინი წვრილ-წვრილად დაუმატეთ და აურიეთ.

6. ჟელეს ნაჭრებს არაჟნის ნარევი დაასხით და მთელი ღამე მაცივარში გააჩერეთ.

ყველას, ვისაც ჟელეს დესერტი უყვარს, ძალიან გაუმართლა. ბევრი დროის და ფულის დახარჯვა საჭირო არა. მარტივი გამოცდილი რეცეპტები არასდროს გიმტყუნებთ. შეიძლება კი გამომცხვარი დესერტი ცივ დესერტს შევადაროთ? ალბათ, არა. როცა საქმე ეკონომიას ეხება, ჟელე ყოველთვის გაიმარჯვებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here