მედიცინის საბაზისო პრინციპის მიხედვით, თუ კუნთს არ გამოიყენებთ, იგი შესუსტდება. სხვა კუნთების მსგავსად თქვენ ასევე გჭირდებათ თვალების კუნთების გავარჯიშება მათი საუკეთესო ფორმის შესანარჩუნებლად. ეს 10 გამოცდილი გზა სწორედ ამაში დაგეხმარებათ:
1. მოერიდეთ თვალების გადატვირთვას მთელი რის განმავლობაში. დახუჭეთ ისინი რამდენიმე წუთით ყოველ 2-3 საათში.
2. შეასრულეთ ეს 16 საბაზისო ვარჯიში თვალების გასავარჯიშებლად. შეასრულეთ ისინი ყოველდღე მოცემული მიმდევრობით.
3. თუ სათვალეს ატარებთ, მოიხსენით იგი ხშირად და დაასვენეთ თვალები.
4. გაუკეთეთ თვალებს მასაჟი წრიული მოძრაობებით, 1 წერტილიდამ 6 წერტილამდე ფოტოს მიხედვით. გამოიყენეთ საჩვენებელი თითები მცირე ზეწოლით.
5. გარეთ სიარულისას ეცადეთ ხშირად დააკვირდეთ შორს მყოფ ობიექტებს.
6. დალიეთ სტაფილოს წვენი რაც შეიძლება ხშირად.
7. თუ თქვენი თვალები საღამოს გაღიზიანებულია, თვალის წვეთების ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ალოე ვერას წვეთებიც.
8. როდესაც თვალების დაღლას იგრძნობთ, დაიბანეთ ისინი თბილი წყლით.
9. ეცადეთ არ უყუროთ ტელევიზორის, სმარტფონის ან კომპიუტერის ეკრანს დაძინებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე.
10. ცადეთ ინდური ტრატაკას ვარჯიშები თქვენი თვალებისთვის. ისინი მხედველობის და გონების ფოკუსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
დაჯექით პატარა უმოძრაო ობიექტის წინ ღია სივრცეში. მიაქციეთ ამ ობიექტს მთელი თქვენი ყურადღება და ეცადეთ არ დაახამხამოთ თვალები. ეცადეთ შეიქმნათ გონებაში მკვეთრი და გამოკვეთილი სურათი აღნიშნული ობიექტის მიხედვით.
შემდეგ დახუჭეთ თვალები და მიაქციეთ ყურადღება თქვენს წარბებს შორის არსებულ სივრცეს. ეცადეთ შეინარჩუნოთ გონებაში ასახული მკვეთრი სურათი რაც შეიძლება დიდი ხნით. გააკეთეთ ეს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.