დერმატოლოგები 9 პერსონალურ საიდუმლოს ამხელენ თქვენი კანის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად

949

ყველას სურს იცოდეს სილამაზის ექსპერტების პერსონალური ხრიკები თავის მოვლისა და კანზე ზრუნვის შესახებ. როგორ უვლიან ისინი კანს, რომელ ნიღბებს ხმარობენ დერმატოლოგები და როგორ ინარჩუნებენ ისინი ყველაზე ლამაზ გარეგნობას? ამ კითხვებზე ეს 9 პერსონალური საიდუმლო გიპასუხებთ:

9. ფრთხილი გაწმენდა

კანის ფრთხილი გაწმენდა აგრესიული პროდუქტების გარეშე დერმატოლოგების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლოა. გამოიყენეთ კერამიდების შემცველი პროდუქტები, რადგან ისინი უჯრედებს შიგნიდან დაატენიანებს. შემოდგომაზე ჯობს გამოიყენოთ კანის რძე და ისეთი გელები, რომელიც მჟავებს არ შეიცავს.

8. რამდენი კრემი გჭირდებათ?

გამოიყენეთ პროდუქტების სწორი რაოდენობა. ნახევარი ჩ/კ მზის კრემი საკმარისია თქვენს კანზე ორი ფენის წასასმელად.

7. თერმული წყალი მშრალი კანისთვის

კანის ელასტიურობის შენარჩუნებისთვის დერმატოლოგები თერმული წყლის სპრეის იყენებენ. ის შეიცავს კალციუმს, რკიკნას, სპილენძს და ნატრიუმს. იგი ასევე მდიდარია მინერალებით, რომელიც კანს ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს.

6. ნაკლები უკეთესია

იყიდეთ პატარა ქილები. დროთა განმავლობაში ყველა პროდუქტი ძალას კარგავს, რის გამოც მათი დიდი ხნით შენახვა არ ღირს.

5. სწორი პოზა

თავის გადახრა სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და დამატებითი ჟანგბადი კანის გაჯანსაღებაში გეხმარებათ. იოგა დაგეხმარებათ სტრესის მოხსნაში და ანთებითი პროცესების შემცირებაში.

4. სწორი საძილე სამოსი

ძილში ნაოჭები შეიძლება გაჩნდეს. ამ დროს კანზე გავლენას თქვენი გადასაფარებლები და ბალიშის პირები ახდენს. აბრეშუმის ნაჭრებს ნაკეცები არ უჩნდება, რის გამოც ისინი კანს უკეთ იცავს.

3. ტოტალური ზრუნვა უკეთესია

მზის კრემი და ანტიოქსიდანტები დილით გამოყენებისას გარგებთ ყველაზე მეტად. რეტინოიდები, ანუ A ვიტამინის კრემები, რომელიც გიცავთ ნაოჭებისგან, კანის მოშვებისგან და პიგმენტური ლაქებისგან, უკეთ მუშაობს ღამით. შეუხამეთ ეს ორი ზრუნვის მეთოდი ერთმანეთს ასეთი განრიგით.

2. შემოდგომისგან დაცვა

შემოდგომის პერიოდში თქვენი კრემები უფრო სქელი უნდა იყოს. არ გამოიყენოთ გელები. კრიმები უნდა შეიცავდეს C და E ვიტამინებს, ალოეს და ჰიალურონიკულ მჟავებს. ამინომჟავებს და ორგანულ ზეთებს ფრთხილად შეუძლიათ იმ უხეში კანის ფენის აძრობა, რომელიც ზაფხულში ჩნდება.

1. ქოქოსის გამოყენება

ყველა დერმატოლოგმა იცის, რომ ქოქოსი მაგიური პროდუქტია კანის მოვლის საკითხში. თუ ქოქოსის რძეს რეგულარულად დალევთ, მაშინ კანის გაუმჯობესებას რამდენიმე კვირაში მარტივად შეამჩნევთ. ასევე არსებობს ბევრი ნიღბის რეცეპტიც, რომელიც ნებისმიერი სახის კანის ტიპის მოსავლელად გამოგადგებათ.