3 საშინაო ნიღაბი, რომელთა გამოყენების შემდეგ თმის მტვრება, ცვენა და სხვა პრობლემები აღარ შეგაწუხებთ

თუ არ ზრუნავთ თქვენს თმაზე, ის შრება, კარგავს მბზინვარებასა და სიძლიერეს. ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ხელნაკეთი ნიღბები თმის მოვლისთვის შეუდარებელია და საოცრად ეფექტური. ისინი უზრუნველყოფს მოცულობის გაზრდას, თმის დატენიანებასა, კვებას. მათი წყალობით შეაფერხებთ თმის ცვენას.

იხილეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ნიღბების  რეცეპტები:

1. თაფლისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი

შემოთავაზებული ნიღაბი უმარტივესია, რადგან მის შემადგენლობაში მხოლოდ ორი ინგრედიენტია: თაფლი და ზეითუნის ზეთი. თაფლი თმის დასარბილებლად, დასატენიანებლად, გასაზრდელად და ცვენის შესაჩერებლად საუკეთესო საშუალებაა.

საჭირო ინგრედიენტები:

  • თაფლი 3 ს. კ.
  • ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მომზადებული ნაზავი დაიტანეთ თავის სუფთა და ტენიან კანზე. გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. გაიჩერეთ 15-20 წუთი და შემდეგ ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ.

2. ავოკადოს ნიღაბი

მრავალი სასარგებლო თვისებით გაჯერებული ავოკადო საყოველთაოდ აღიარებული ინგრედიენტია. იგი შედგება ცხიმებისგან და ცილებისგან, რომლებიც არბილებს თმას, ატენიანებს, აძლიერებს და ხდის აბრეშუმისებრს.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ავოკადო ნახევარი
  • პიტნის ეთერზეთი 2 წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ავოკადო გახეხეთ, დაამატეთ პიტნის ეთერზეთი, კარგად აურიეთ. ნიღაბის გამოყენებამდე თმა დაიბანეთ, ოდნავ შეიმშრალეთ და შეიზილეთ მომზადებული მასა, სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.

3. ქოქოსის ზეთისა და თაფლის ნიღაბი

ქოქოსის ზეთისა და თაფლის კომბინაცია თქვენს თმას გაახალგაზრდავებს, გახდის აბრეშუმისებრს, გააძლიერებს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • თაფლი 1 ს. კ.
  • ქოქოსის ზეთი ნახევარი ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

თაფლი და ქოქოსის ზეთი შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე და თმაზე თბილ-თბილი შეიზილეთ. შეგიძლიათ წაისვათ როგორც დატენიანებულ თმაზე, ისე მშრალზე. ნიღაბი შეიზილეთ წრიული მოძრაობებით და ფრთხილად დაიმასაჟეთ. შემდეგ თმა დაივარცხნეთ ფართოკბილიანი სავარცხლით და შეეცადეთ ნიღაბი თმის მთელ სიგრძეზე გაინაწილოთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ ნახევარი საათი. პროცედურის შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ.

მოამზადეთ უმარტივესი ნიღბები და იზრუნეთ თქვენი თმის სილამაზეზე.