14 საინტერესო ფაქტი ორგანიზმის შესახებ, რომელზეც უმეტესად არასწორი წარმოდგენა გვაქვს.

ბავშვობიდან გვაჯერებენ, რომ ტელევიზორის ყურება საზიანოა ჩვენი თვალებისთვის და ცუდად განათებულ ოთახში კითხვაც მხედველობას გვიზიანებს, მაგრამ არის თუ არა ასეთი ფაქტები მართალი? ნახეთ როგორ ფაქტებს წარმოგვიდგენენ ექიმები რეალურად:

1. ორსულობა არ გრძელდება 9 თვე

ჯანსაღი ორსულობის პერიოდი 9-9.5 თვეც შეიძლება გაგრძელდეს.

2. გრიპის ვაქცინა არ დაგაავადებთ გრიპით

ვაქცინა შეიცავს მკვდარ ვირუსს, რომელსაც გამოცოცხლება და დაავადების გამოწვევა აღარ შეუძლია.

3. ვიტამინის შემცვლელი პროდუქტები არ გაჯანსაღებთ

ვიტამინის შემცვლელები ჯანსაღი არაა და შეიძლება საზიანოც კი იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის. კვლევის მიხედვით, ვინც დიდი ოდენობით ვიტამინის შემცვლელებს იღებს, კიბოს გაჩენის უფრო დიდი რისკის ქვეშ ექცევა.

4. ტვინის უჯრედების აღდგენა შესაძლებელია

არსებობს პროცესი სახელწოდებით ნეუროგენეზისი, რომელიც ახალი ნეირონების გაჩენას უზრუნველყოფს. ეს ელემენტები პასუხს აგებენ სწავლაზე, გრძელვადიან მეხსიერებაზე და ემოციებზე.

5. ცუდად განათებულ ოთახში კითხვა თქვენ მხედველობას არ აზიანებს

ასეთ მდგომარეობაში კითხვისას შეიძლება თვალების დაღლა შეამჩნიოთ, თუმცა ზოგადად გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი ქცევა მხედველობის პრობლემებს არ იწვევს.

6. თქვენი კანი არ სუფთავდება უფრო მეტი წყლის დალევით

წყალი აკნეს წამალს არ წარმოადგენს. კარგად დატენიანებული კანი უფრო მალე განიცდის რეგენერაციას, თუმცა აკნეს გაქრობა ბევრი წყლის დალევას არ უნდა მიანდოთ.

7. ღამით სასუსნავების ჭამა წონის მატებას არ იწვევს

ღამით ნაჭამი სასუსნავები დღისით ნაჭამზე უფრო მეტად არ იწვევს გასუქებას. ჭარბწონიანობის მიზეზი ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ხდება.

8. კბილების ამოსვლა არ იწვევს სიცხეს

ბევრ მშობელს სჯერა, რომ კბილების ამოსვლისას ბავშვისთვის სიცხის ქონა ნორმალური სიმპტომია. რათქმაუნდა კბილების ამოსვლამ შეიძლება დაბალი სიცხე გამოიწვიოს, მაგრამ ოდნავ მაღალი სიცხის გაჩენა დაავადების სიმპტომია.

9. გადაჯვარედინებული ფეხებით ჯდომა არაა საზიანო

ასეთი პოზა ძალიან სერიოზულ პრობლემებს არ იწვევს, რადგან ფეხების გასწორების შემდეგ სისხლის წნევა მალე უბრუნდება ნორმალურ დონეს.

10. პირში ცუდი სუნის ქონა რაიმე ფარულ დაავადებაზე არ მიგანიშნებთ

ყველაზე ხშირად ცუდ სუნს სტომატოლოგიური პრობლემები და ცუდი დიეტა იწვევს. ორგანოების პრობლემებმაც შეიძლება გამოიწვიოს ცუდი სუნის გაჩენა, თუმცა ეს ასეთი დაავადებების ერთადერთი სიმპტომი ნამდვილად არ იქნება.

11. სირბილი არ ვნებს მუხლებს

არ ირბინოთ ფეხშიშველმა, აარჩიეთ კომფორტული ფეხსაცმელები და გამოთვალეთ თქვენი სიძლიერე ზუსტად. ამით მუხლებს ყველანაირ პრობლემას აარიდებთ. დამწყებებმა კვირაში სამზე მეტჯერ არ უნდა ირბინონ.

12. შეგიძლიათ ტელევიზორს ახლოდან უყუროთ

ეს თქვენს თვალებს არ დააზიანებს, თუმცა შეიძლება დაღლილობის შეგრძნება გაგიჩინოთ.

13. შეგიძლიათ ჭამოთ ნაყინი ცუდად ყოფნის დროსაც კი

ნაყინი თქვენს დაავადებას არ გააუარესებს. ფავორიტი დესერტის ჭამით ყელის ტკივილიც კი შეიძლება შეიმსუბუქოთ და მიიღოთ საჭირო კალორიები მაშინ, როდესაც არ გშიათ.

14. ფეხის ფრჩხილების სოკოს განკურნება შეუძლებელია

ფრჩხილების სოკოს მკურნალობა მართლაც ძნელია, თუმცა იგი განკურნებადია. ამისთვის უბრალოდ ანტისოკოვანი მედიკამენტების მიღების კურსი უნდა ჩაიტაროთ სრულყოფილად.