11 პროფესიონალური რჩევა თვითმფრინავში ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

თვითმფრინავი ყველაზე კომფორტული და სწრაფი საშუალებაა მოგზაურობისთვის. თუმცა, მის ბორტზე დაავადების რისკი ბევრად უფრო მაღალია სხვა ლოკაციებთან შედარებით. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ 11 რჩევას ექსპერტებისგან, თვითმფრინავში თქვენი ჯანმრთელობის დასაცავად:

11. მოერიდეთ თვითმფრინავში ასვლას ახალმოტეხილი კიდურებით და თაბაშირის სახვევებით

მაღალ სიმაღლეზე ფრენის გამო თვითმფრინავში ჰაერი უფრო თხელია და მისი წნევა უფრო დაბალია მიწასთან შედარებით. ამის გამო თქვენი კიდურები შეიძლება უფრო გაფართოვდეს და შეიქმნას სისხლის მიმოქცევის პრობლემები, რასაც სამუდამო დაზიანების გამოწვევა შეუძლია.

10. მოერიდეთ ბაქტერიების ბალიშებში და გადასაფარებლებში

არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმფრინავში წარმოდგენილ ბალიშებს და გადასაფარებლებს მხოლოდ ყოველ 5-30 დღეში ერთხელ წმენდავენ და მათ გარეცხვის გარეშე ინახავენ. ამიტომ მათ გამოყენებაზე უარის თქმით უამრავ ბაქტერიასთან შეხებას გადაურჩებით.

9. არ შეეხოთ თქვენს ცხვირს, პირს და თვალებს

თვითმფრინავში ყოფნისას ხელების დაბანითაც კი ვერ შეამცირებთ ირგვლივ და მათზე არსებული ბაქტერიების რაოდენობას. ამიტომ უნდა მოერიდოთ მიკროელემენტების მიერ ადვილად შესაღწევ ადგილებში ხელის მოკიდებას.

8. შეამცირეთ სამაჯურებით და მაგიდებით გრიპის გადადების შანსი

თვითმფრინავი ყოველ 30 დღეში ერთხელ უნდა გაიწმინდოს, რის გამოც ვერ გამოიცნობთ სუფთაა თუ არა მისი სკამები. თუკი თქვენს წინ ნამგზავრებ ადამიანს გრიპი ჰქონდა, მის მიერ სკამის სამაჯურებზე გრიპის ელემენტების დატოვების შანსი ძალიან დიდია. ამიტომ სჯობს არ შეეხოთ მათ პირადად გადაწმენდის გარეშე.

7. მოედიდეთ ყავის და ალკოჰოლის დალევას ნაღვლის ბუშტის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად

ეს სასმელები დეჰიდრატაციას იწვევენ, თანაც თვითმფრინავი თვითონაც გამოშრობას იწვევს, რის გამოც ორმაგი ზეწოლის წინაშე აღმოჩნდებით. მათი დალევით თქვენ ნაღვლის ბუშტის დისკომფორტს იგრძნობთ ფრენისას.

6. იზრუნეთ ჰიდრატაციაზე სინუსის ინფექციისგან თავის დასაცავად

თვითმფრინავში ჰაერი 55 პროცენტით უფრო მშრალი შეიძლება იყოს, რის გამოც თქვენი დამცავი გარსები და სინუსები შეიძლება ძალიან გამოშრეს. ეს გაციების და ინფექციების გაჩენის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

5. დაიცავით თავი საშიში მწერებისგან

თვითმფრინავით მგზავრობის წინ სასარგებლო იქნება C ვიტამინის მიღება. ეს მის ბორტზე არსებული უამრავი ბაქტერიისა და ჭუჭყის ნაწილაკისგან დაგიცავთ, ასევე გაზრდის თქვენ იმუნიტეტს თვითმფრინავში მყოფი ნებისმიერი სახის მწერის ნაკბენის მიმართაც, რადგან ისინი უამრავი სერიოზული დაავადების გადამტანები შეიძლება იყვნენ.

4. გაიკეთეთ ქირურგიული ნიღაბი თუ სუსტი იმუნური სისტემა გაქვთ

სუსტი იმუნური სისტემის ქონის შემთხვევაში ბაქტერიებით სავსე თვითმფრინავში ასვლის წინ თქვენი და სხვისი ჯანმრთელობის დასაცავად აუცილებლად უნდა გაიკეთოთ დამცავი ნიღაბი.

3. შეცვალეთ თქვენი ძილის განრიგი

თუკი განსხვავებული დროის სარტყელის მქონე ქვეყანაში მიფრინავთ, მაშინ სასარგებლო იქნება, თუ გაფრენამდე ქვენი ძილის და ჭამის რეჟიმს ახალ განრიგს მოარგებთ. ამით სხეული ახალ ტერიტირიას უფრო ადვილად შეეგუება.

2. დაიცავით თავი სისხლის სუსტი მიმოქცევისგან

ერთ პოზიციაში ჯდომამ სისხლის მიმოქცევის შენელება შეიძლება გამოიწვიოს, რასაც საკმაოდ დიდი ტკივილის გამოწვევა შეუძლია. ამ პრობლემას გააუარესებს მოტკეცილი სამოსის ჩაცმაც, რადგან ისინი გულს უფრო ძლიერად მუშაობას აიძულებენ ფეხებიდან და ფეხებისკენ სისხლის მიწოდების უზრუნველყოფისათვის. შეიცვალეთ ჯდომის პოზიცია ხშირად და მოერიდეთ მოტკეცილი სამოსით ფრენას.

1. ჩართეთ ჰაერის კონდიციონერი მტვრის ნაწილაკების მოსაშორებლად

მსგავსი ჰაერის წყაროები დაგიცავენ ისეთი ჰაეროვანი დაავადებებისგან, როგორიცაა ტუბერკულიოზი და მენინგიტი, რადგან მათ ჰაერში 5 საათის განმავლობაში შეუძლიათ დარჩენა. კონდიციონერი თავის ჰაერის ბარიერს ქმნის, რითაც ვირუსის და მტვრის ნაწილაკებს იატაკისკენ უბიძგებს და თქვენამდე მოღწევაში უშლის ხელს. ასევე მათი ფილტრები ჰაერს ბაქტერიების 99% პროცენტისგან ასუფთავებენ.