როზმარინი უნივერსალური მცენარეა. იგი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, როგორც ანტისეპტილური და მეტაბოლიზმის დამაჩქარებელი საშუალება. როზმარინის ზეთი მრავალი კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაში შედის, კულინარიაში კი ბოსტნეულის, ხორცის, თევზის, სალათების, მაკარონის, ფაფებისა და სასმელების მოსამზადებლადაც კი გამოიყენება. გასაოცარია, არა?
სწორედ ამიტომ, ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა ესწავლებინა, თუ როგორ უნდა მოიყვანოთ როზმარინი საშინაო პირობებში.
როგორ მოვიყვანოთ როზმარინი
მათ, ვინც როზმარინის ქოთანში მოყვანა გადაწყვიტა, შემდეგი დაწვრილებითი ინსტრუქცია გამოადგებათ.
1. პირველ რიგში, ნედლი როზმარინის კონა დაგჭირდებათ, რომელსაც სურსათის მაღაზიაში იპოვით. შეარჩიეთ საგულდაგულოდ, რადგან მოსაყვანად ყველაზე კარგი ვარიანტია მხნე, მწვანე ტოტები, მაქსიმალური რაოდენობის ფოთლით.
2. ყველაზე ლამაზი ტოტის შერჩევის შემდეგ, მოწყვიტეთ ფოთლები ქვედა ნაწილში. შემდეგ დაამუშავეთ ღეროს ბოლოები ნებისმიერი ფესვწარმომქმნელი სტიმულატორით. მას ყვავილების მაღაზიაში იპოვით. ღეროს ჭრილს მოაყარეთ დანაყული აქტივირებული ნახშირი.
3. როცა ამ ყველაფერს მორჩებით, ჩაუშვით ტოტები წყალში. ამისთვის, წინასწარ გახსენით 1 ჭიქა წვიმის ან დამდნარ წყალში 1 აბი აქტივირებული ნახშირი, რომელიც ლპობის პროცესს შეაჩერებს.
4. შემდეგ დაახურეთ როზმარინს ცელოფანი. უკეთესი იქნება ზიფლოქის გამოყენება, რადგან იგი საკმაოდ ჰერმეტულად იკეტება. თუ ჩვეულებრივი ცელოფანი გაქვთ, ფრთხილად დააფიქსირეთ ქვემოდან, საკანცელარიო რეზინით. ახლა შეგიძლიათ ჭიქა თბილ, ნათელ ადგილას დადგათ, თუმცა მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.
5. ამ ეტაპზე ყველაზე რთული პერიოდი იწყება. ახლა უბრალოდ მოთმინებით უნდა შეიარაღდეთ და მშვიდად დაელოდოთ 2.5 კვირა, სანამ პირველი ფესურა არ გაჩნდება. ამასთან, აქტივირებული ნახშირის ხსნარი ყოველ 3 დღეში უნდა შეცვალოთ.
6. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, ღერო 2-4 სანტიმეტრის ფესვს გამოიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მცენარე მზადაა ქოთანში გადასარგავად. ამისთვის, გაავსეთ ჭურჭელი უნივერსალური ნიადაგით, 3 წილი ნიადაგისა და 1 წილი ქვიშის ნაზავით.
7. როზმარინის მოსავლის აღება უკვე 1 წელიწადში შეგეძლებათ, 3 წელიწადში კი ბუჩქზე საკმაოდ დიდი ზომის ღეროები გაჩნდება. ამავე წარმატებით შეგიძლიათ ბეგქონდრის, ტარხუნის, ლავანდის, რუკოლას, რეჰანისა და ოხრახუშის გაზრდაც.
ახლა, როცა როზმარინი დაგჭირდებათ, აღარ მოგიწევთ იმაზე ფიქრი, თუ სად იყიდოთ იგი, რადგან სახლში დაგელოდებათ სანელებელი, რომელიც თავად მოიყვანეთ. როგორც ხედავთ, ამაში რთული არაფერია, შედეგი კი ერთმნიშვნელოვნად ღირს ამად.