ნებისმიერი მებოსტნე უხვ და გემრიელ მოსავალზე ოცნებობს. რა თქმა უნდა, კიტრი ნებისმიერი ნაკვეთის აუცილებელი სტუმარი უნდა იყოს. თუ დასარგავ სივრცეში ძლიერ შეზღუდული ხართ, ალბათ, გსურთ დარწმუნებული იყოთ, რომ თითოეული ბუჩქი ბევრ ნაყოფს მოგცემთ. დღეს გიამბობთ, როგორ გაზარდოთ კიტრი პატარა ნაკვეთზე, რომ არა მხოლოდ თავად მიირთვათ, არამედ ახლობლებსაც გაუმასპინძლდეთ.
რამდენიმე გამოცდილი ხრიკი თქვენს მცენარეს დაიცავს ყველაზე გავრცელებული პრობლემებისგან, რომლებიც კიტრის გაზრდის სხვადასხვა ეტაპზე თავს იჩენს. თქვენი მოსავლის დანახვა მეზობლებში შურს გამოიწვევს და კითხვებს დაგისვამენ, თუ როგორ მიაღწიონ ასეთ წარმატებას.
როცა კიტრის ზომა საუკეთესო სურვილს გვიტოვებს, არჩევა გვიწევს: დავრგოთ რაღაც ერთი თუ ყველაფერი ცოტ-ცოტა. ორივე ვარიანტია შეიძლება წარმატებული ან წარუმატებელი იყოს. ყველაფერი ამინდზე, მავნებლების აქტივობასა და სხვა გვერდით ფაქტორებზეა დამოკიდებული.
მცენარეების უმეტესობა საკმაოდ ამტანია. თუ თავიდანვე ხელსაყრელ პირობებს შეუქმნით, კარგი მოსავლის იმედი უნდა გქონდეთ მაშინაც კი, თუ პატარა ნაკვეთის გამო მხოლოდ ერთი სახეობის რამდენიმე მცენარე დარგვა გიწევთ. აი, კიტრი ნაზია და მასთან მაქსიმალურად ყურადღებით და ფრთხილად უნდა იყოთ.
მოულოდნელმა ყინვამ ან, პირიქით, ანომალურმა სიცხემ და გვალვამ შეიძლება ნერგები გაანადგუროს. ამინდის სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა ყოველთვის არ გამოგვდის, მაგრამ არსებობს მეთოდი. ის შეიძლება ოდნავ უჩვეულოდ მოგეჩვენოთ.
რა მოხდება, თუ თითოეულ ბუჩქს არა პირდაპირ ბოსტანში, არამედ მიწით სავსე ჭურჭელში ჩარგავთ. ასე ვთქვათ, ნერგები პატარა ოთახიდან სრული ზომის ბინაში გადარგოთ. ამრიგად, კიტრი შეგიძლიათ პატარა ნაკვეთზე დარგოთ ისე, რომ სხვა მცენარეები არ შეავიწროოთ და მათ მხოლოდ ზრდის ხელსაყრელი პირობები შეუქმნათ.
თავად განსაჯეთ. თქვენ შეგიძლიათ კიტრის კვლებისთვის იდეალური ადგილმდებარეობა შეარჩიოთ, თუნდაც ნაკვეთზე ასფალტის ბილიკი გქონდეთ. თუ მოულოდნელად ამინდი გაფუჭდება და ნაზ მცენარეებს საფრთხე დაემუქრებათ, შეგიძლიათ ნერგები სახლში შეიტანოთ, რომ რთული პერიოდის გადასვლას კომფორტში დაელოდონ.
ამ მიზნით ყველაზე უკეთ გადაჭრილი 6-ლიტრიანი წყლის ბოთლი გამოგადგებათ. ასევე შეგიძლიათ იგივე ან უფრო დიდი ზომის ნებისმიერი სხვა ჭურჭელი გამოიყენოთ. როგორც ჩვეულებრივ კვლებში, თითოეულ ქოთანში საყრდენად ჯოხი ჩაარჭეთ. მავნებლები იმპროვიზებული ქოთნის პლასტმასის კედლებით არ დაინტერესდებიან და, სავარაუდოდ, თქვენს ბუჩქებს გვერდს აუვლიან. ამასთან ნიადაგში ტენი უფრო დიდხანს შენარჩუნდება, როგორც ეს კიტრს უყვარს.
იგივე სიტუაციაა ნიადაგის გამოკვების მხრივ. თუ მინერალური ან ნებისმიერი სხვა სასუქის გამოყენებას უპირატესობას ანიჭებთ, მცენარეებს ცალკეულ ქოთნებში გაცილებით უფრო ცოტა გამოკვება დასჭირდებათ. ამ შემთხვევაში სჯობს იძუნწოთ, ვიდრე გადააჭარბოთ.
მეაგარაკეებმა უკვე დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ მცენარე ხშირად შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე უკეთ იზრდება. ზოგი ნიადაგის სიმაღლეს ზრდის, პატარა ღობით შემოსაზღვრულ კვლებს მიწას ზემოდან აყრის. ჩვენს მეთოდში თითოეულ სახეობას, უფრო ზუსტად თითოეულ ბუჩქს თავისი პირადი სივრცე აქვს. არ დაგავიწყდეთ, რომ კიტრი სჯობს 2-2 ნერგად დარგოთ და არა სათითაოდ.
ეს მეთოდი ბევრ მოყვარულ მებოსტნეს უკვე შეუყვარდა და მიღებული მოსავლით ყველა კმაყოფილია. მთავარია – მცენარეებს ადგილი ძალიან ხშირად არ შეუცვალოთ, რადგან ეს მათთვის სტრესია. და მაინც ცუდ ამინდში გადაადგილება სჯობს.
ასეთი ხრიკით კიტრი პატარა ნაკვეთზე კარგ და გემრიელ მოსავალს მოგცემთ. შესაძლოა, მათი სხვა მცენარეებს შეშურდეს, თუმცა მათთვის ასეთი მეთოდი განსაკუთრებულ როლს არ თამაშობს.