პატარა დეტალებს, რომელსაც ყურადღებასაც კი არ ვაქცევთ, შეუძლიათ ჩვენს ჯანმრთელობაზე და ბედნიერებაზე გავლენის მოხდენა. სწორედ ამიტომ უნდა შეწყვიტოთ ამ სიაში შეცდომების დაშვება:
1. ფრჩხილების კვნეტა სტრესთან გასამკლავებლად
ემოციური ან მენტალური სტრესის დროს ფრჩხილების კვნეტის ჩვევა ამ ქცევას სხვა დროსაც, გაუთვითცნობიერებლად ჩაგადენინებთ. ამიტომ სჯობს მას რაც შეიძლება მალე გადაეჩვიოთ.
2. ბამბის ჯოხებით ყურების გაწმენდა
ასეთი აქსესუარების გამოყენება საზიანოა, რადგან ისინი რეალურად ცვილს უფრო ღრმად ტენის ყურში, რითაც მისი დაზიანება და სმენის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. ცვილის დიდი რაოდენობით დაგროვების შემთხვევაში სჯობს ექიმი მოინახულოთ.
3. საპირფარეშოდან ხელების დაბანის გარეშე გამოსვლა
საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ ხელების დაბანა ადამიანებს დროის კარგვად მიაჩნიათ. თუმცა ეს ყველაზე ადვილი და საუკეთესო გზაა დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
4. ერთი კბილის ჯაგრისის ხმარება დიდი ხნის განმავლობაში
ერთ თვის მანძილზეც კი სველი ჯაგრისები რამდენიმე სახის ბაქტერიას აგროვებენ მათ ზედაპირზე, რაც თქვენი ჯანმრთელობისტვის საზიანოა. ამიტომ რეკომენდირებულია კბილის ჯაგრისის შეცვლა 2-3 თვეში ერთხელ. წინააღმდეგ შემთხვევაში ძველმა ჯაგრისმა გულის პრობლემებიც კი შეიძლება გამოიწვიოს.
5. კბილების არასწორად გამოხეხვა
კბილების არასწორად გამოხეხვის შემდეგ მათზე ნადები რჩება. გულის პრობლემები პირში სისხლის მიმოქცევის გაზრდით შეიძლება დაიწყოს, რის გამოს კბილების გამოხეხვას მინიმუმ 2 წუთი უნდა დაუთმოთ და არ უნდა იზარმაცოთ ამ პროცესის კარგად შესრულებისას.
6. კბილების ძაფის ხმარების დავიწყება
კბილების ძაფი თქვენი ღრძილების სიჯანსაღეს ინარჩუნებს და პირში ბაქტერიების რაოდენობას და ღრძილების ანთების გაჩენის რისკს ამცირებს.
7. კანის გახეხვა ყოველდღე
ეს პროცესი აკნეს და ნაოჭების გაჩენას იწვევს, რაც უფრო ბებერს გამოგაჩენთ. ამ პროცედურის გამოყენება კვირაში მხოლოდ ორჯერაა რეკომენდირებული.
8. ყოველდღიური ნივთების მოვლა
აუცილებლად უნდა გაწმინდოთ ხშირად ის ნივთები, რომლებსაც ყოველდღე ეხებით. კარის სახელურები, კლავიატურები, ჩამრთველი ღილაკები და სმარტფონები სხვა უამრავ სხვა ნივთთან ერთად უამრავი ბაქტერიის ბუდე შეიძლება იყოს. ამის გამო მათი გაწმენდა არ უნდა დაივიწყოთ.
9. ფტორის შემცველი კბილის პასტის ქონა სახლში
ასეთი კბილის პასტაა განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან ის იწვევს კბილების ცუდად განვითარებას და მათზე თეთრი წერტილების გაჩენას. მან ასევე ტვინში ალუმინის მიწოდებაც კი შეიძლება გაზარდოს, რაც ალცჰაიმერის დაავადების გაჩენის რისკს ზრდის.
10. ბალიშის ბამბის გადასაკრავით დაფარვა
ეს ქსოვილი თქვენ სახეს ნაოჭებს უმატებს, აშრობს კანს და აზიანებს თმას. ბალიშის გადასაკრავისთვის საუკეთესო ქსოვილი აბრეშუმია.
11. მტვერსასრუტის ხშირი გამოყენება
ყოველდღე მტვერსასრუტის გამოყენება საზიანო იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის. თუ მას კარგად არ გაწმინდავთ, ის ასევე თქვენ ხალიჩას და იატაკასაც დააზიანებს მტვერის ნაწილაკებით. მტვერსასრუტის ფილტრი მინიმუმ სეზონში ერთხელ მაინც უნდა გამოცვალოთ.
12. ფრჩხილების ზედმეტად მოკლედ მოჭრა
ეს პირველრიგში წინდების ჩაცმაში და სიარულში შეგიშლით ხელს. თანაც სიარულისას კანზე გაჩენილი ზეწოლა ფრჩხილების კანში ჩაბრუნების რისკს გაზრდის.