მოამზადეთ ბროწეულის ქერქის ნახარში ასე და მიირთვით, რათა დაამარცხოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველა პრობლემა

0
2109

თუ ბროწეული გიყვართ და მას რეგულარულად მიირთმევთ, არასდროს იჩქაროთ ამ პროდუქტის ქერქის გადაგდება. ამის ნაცვლად, კარგად გარეცხეთ ის, გამოაშრეთ, გაახვიეთ ქაღალდის ხელსახოცში და საგულდაგულოდ შეინახეთ. ყოველთვის, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები შეგაწუხებთ, ის აუცილებლად გამოგადგებათ, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ საქმე კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ეხება.

კუჭის დაავადებები, ნაწლავის გაღიზიანება, დისბაქტერიოზი, კოლიტი, აპენდიციტი, დიზენტერია – მცირე ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომელთა დროს ბროწეულის ქერქი უებარი და ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა.

როგორ მოვამზადოთ ბროწეულის ქერქის ნაყენი?

  • მინის ქილაში ჩაყარეთ 10-12 გრამი კარგად გამომშრალი და დაფქული ბროწეულის ქერქი, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, ქილას ზემოდან დააფარეთ რამდენიმე ფენად გადაკეცილი ქაღალდის ხელსახოცი და დააყოვნეთ 25-30 წუთით.
  • სწორედ ამ ხერხით მომზადებული ნაყენი გამოიყენება ზემოთ ნახსენები ყველა პრობლემის სამკურნალოდ, განსხვავება მხოლოდ ულუფებს შორისაა.

5 საათში დიზენტერიის, სალმონელოზის, ქოლერისა და მწვავე აპენდიციტის სამკურნალოდ იმოქმედეთ შემდეგნაირად: 

  • 25-30 წუთიანი დაყოვნების შემდეგ თქვენ უნდა მიირთვათ მთლიანი სითხის ნახევარი. ნაყენი არ უნდა გაფილტროთ და გადაწუროთ, მასში ბროწეულის ქერქი ნარევის სრულ ამოწურვამდე უნდა დატოვოთ. მას შემდეგ, რაც სითხის ნახევარს დალევთ, ქილას კვლავ დააფარეთ რამდენიმე ფენად გადაკეცილი ქაღალდის ხელსახოცი და მოითმინეთ. თუ 10 წუთის შემდეგ თავს უკეთ იგრძნობთ, ესეიგი საქმე კუჭის უბრალო გაღიზიანებასთან გქონდათ.
  • თუ 10 წუთის შემდეგაც უსიამოვნო შეგრძნებები მოსვენების საშუალებას არ მოგცემთ, დიდი ალბათობით პრობლემა დიზენტერიაში, სალმონელოზში ან ქოლერაშია. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა დარჩეთ სახლში და სითხის პირველი ნახევრის მირთმევიდან 3 საათის შემდეგ დალიოთ მეორე ნახევარიც. პროცედურიდან დაახლოებით 5 საათის შემდეგ თავს არაჩვეულებრივად იგრძნობთ.

1 კვირაში კუჭის წყლულების, ნაწლავების წყლულებისა და კოლიტის სამკურნალოდ ბროწეულის ქერქის ნახარში უნდა მიირთვათ შემდეგნაირად: 

  • დაყოვნებული ნარევის ნახევარი (დაახ. 90-100 მლ) უნდა გაყოთ 4 თანაბარ ნაწილად. პირველი ულუფა უნდა მიირთვათ დილას, გაღვიძებისას, მეორე ულუფა სადილობამდე რამდენიმე წუთით ადრე, მესამე ულუფა – ვახშმობამდე რამდენიმე წუთით ადრე, ხოლო მე-4 ულუფა – დაძინების წინ.
  • ბროწეულის ქერქის ეს ნაყენი უნდა მიირთვათ არა ყოველდღიურად, არამედ დღეგამოშვებით.
  • ერთი კურსის საკმარისი უნდა აღმოჩნდეს პრობლემის ძირფესვიანად აღმოსაფხვრელად. თუ თავის დაზღვევა გსურთ, კურსი შეგიძლიათ ჩაიტაროთ თავიდან 1 კვირიანი შესვენების შემდეგ.
  • თუ ამ კურსს ჩაიტარებთ, გახსოვდეთ, თქვენ კატეგორიულად გეკრძალებათ ალკოჰოლური სასმელების მიღება.

ახლა თქვენ უკვე იცით, თუ რამდენად სასარგებლო პროდუქტია ბროწეულის ქერქი და როგორ გამოიყენოთ ის კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემების დროს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. გისურვებთ ჯანმრთელობას!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here