ბანანი საოცრად არომატული და გემრიელი ხილია. საოცრებაა ბანანით მომზადებული დესერტები. ამჯერად, შემოგთავაზებთ უნაზესი და უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტს.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შაქარი ნახევარი ჩ. ჭ.
- ფქვილი 300 გრ
- კარაქი 100 გრ
- 3 კვერცხის გული
- გამაფხვიერებელი ჩაის კოვზამდე
- მწიკვი ვანილი
- ბანანი 3 ცალი
შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- არაჟანი (უცხიმო) 1 ჭიქა
- შაქარი ნახევარი ჩ. ჭ.
კრემისთვის დაგჭირდებათ:
- 3 კვერცხის ცილა
- შაქარი ნახევარი ჩ. ჭ.
- ვანილი მწიკვი
მომზადების წესი:
- ცილა და გული გამოყავით ერთმანეთისგან. კვერცხის გულებს დააყარეთ ნახევარი ჩ. ჭ. შაქარი, გამდნარი კარაქი და ათქვიფეთ მიქსერით.
- შემდეგ ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. უნდა მიიღოთ მკვრივი ცომი. ცომი 15 წუთით შედეთ მაცივარში.
- ბანანი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად.
- ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე თანაბრად გაანაწილეთ. ცომი ამოიტანეთ ფორმის გვერდებზეც. ზემოდან მოაწყვეთ ბანანის ნაჭრები (მოიტოვეთ ცოტა).
- არაჟანს შეათქვიფეთ ნახევარი ჭიქა შაქარი და ბანანზე თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე და ღვეზელი შედეთ 20 წუთით.
ამასობაში ამზადებთ კრემს:
- 3 კვერცხის ცილა ათქვიფეთ გათეთრებამდე. ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ ნახევარი ჭიქა შაქარი და ვანილი.
- ღვეზელი გამოიღეთ ღუმელიდან. ღუმელი არ გამორთოთ. შიგთავსზე გადაუსვით ცილა და გააფორმეთ ბანანის ნაჭრებით. შეგიძლიათ მოაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი, ქოქოსის ან ნუშის ფანტელი და 3-5 წუთით კვლავ შედეთ ღუმელში.
ღვეზელი გამოდის ფანტასტიური, ჰაეროვანი. მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით!