ძველი ჩინური ტრადიციული აკუპუნქტურის პრაქტიკა ჯანმრთელობის უამრავი პრობლემის მოგვარების საშუალებას გვთავაზობს მისი მეთოდების გამოყენებით. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ 12 ყველაზე ეფექტურ და საჭირო ტექნიკას, რომლის გამოყენების შედეგადაც თქვენ საკუთარ სხეულსა და გონებას იდეალურად უმკურნალებთ:
1. Feng Chi
რეკომენდირებულია თავის ტკივილის, შაკიკის, დაბურული მხედველობის, სისუსტის და გაციების სიმპტომების გასაქრობად:
ამ წერტილის საპოვნელად უნდა იპოვოთ ყურის ძვალი და გაუყვეთ მას უკან იმ წერტილამდე, სადაც კისრის კუნთები თავის ქალას ხვდება. დააწექით ამ წერტილს ცერა თითებით და მოახდინეთ მისი სტიმულირება 4-5 წამით.
2. Jian Jing
რეკომენდირებულია კისრის დაჭიმულობის, მხრების დაძაბულობის და ქრონიკული თავის ტკივილებისთვის
ამ წერტილის პოვნა მხარზე, მის კუნთებზე ცერა თითის და შუა თითის დაჭერით შეგიძლიათ. დააწექით ამ წერტილს დაბლა მიმართული მოძრაობით თქვენი საჩვენებელი თითის ან ცერა თითის გამოყენებით და დაზილეთ იგი 4-5 წამის განმავლობაში.
3. San Yin Jiao
რეკომენდირებულია უროლოგიური დარღვევების, მენჯის პრობლემების, მენსტრუალური კრუნჩხვების, უძილობის და ქალის ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის:
ფოტოზე ნაჩვენებ წერტილებს დააწექით მკვეთრად და დაიმასაჟეთ 4-5 წამის განმავლობაში.
4. Zhong Zhu
რეკომენდირებულია თავის ტკივილების, მხრების ტკივილის, კისრის დაძაბულობის და ზურგის ზედა ნაწილის ტკივილისთვის:
დააწექით მოცემულ წერტილებს და დაიმასაჟეთ 4-5 წამით.
5. Zu San Li
რეკომენდირებულია ნაწლავების პრობლემების, გულისრევის, სტრესის და დაღლილობის სამკურნალოდ:
აღნიშნულ წერტილს დააწექით ზემოდან ქვემოთ მიმართული მოძრაობით კუნთის არეში 4-5 წამის განმავლობაში.
6. Nei Guan
რეკომენდირებულია გულისრევის და ღებინებისთვის ორსულობის დროს, ასევე გაღიზიანებული მუცლის და თავის ტკივილების სამკურნალოდ:
დაამასაჟეთ 2 მყესს შორის არსებული წერტილები მსუბუქი ზეწოლით 4-5 წამის განმავლობაში.
7. Shou San Li
რეკომენდირებულია კისრის დაძაბულობის, მხრების ტკივილის, იდაყვის პრობლემების და დიარეის სამკურნალოდ:
დააწექით ძლიერად აღნიშნულ წერტილებს და მოახდინეთ მათი სტიმულირება 4-5 წამის განმავლობაში.
8. He Gu
რეკომენდირებულია თავის ტკივილის, კისრის ტკივილის, სტრესის, სახის ტკივილების და კბილის ტკივილების სამკურნალოდ:
დააწექით აღნიშნულ წერტილებს ღრმად და მკვეთრად და გაუკეთეთ მათ მასაჟი რამდენიმე წამის განმავლობაში.
9. Tai Chong
რეკომენდირებულია სტრესის, ზურგის დაბლითა ნაწილის, სისხლის მაღალი წნევის, მენსტრუაციული კრუნჩხვების, ინსომნიის და დეპრესიის სამკურნალოდ:
დააჭირეთ ფოტოზე გამოსახულ წერტილებს ღრმად და ძლიერად თითები და მოახდინეთ მათი სტიმულირება 2-3 წამის განმავლობაში.
10. Yin Tang
რეკომენდირებულია სტრესის, თვალების დაძაბულობის, თავის ტკივილების, სინუსების, ინსომნიის და ტვინის ეფექტურობის პრობლემების სამკურნალოდ:
ნაზად დააწექით აღნიშნულ წერტილებს თქვენი თითებით ერთი წუთის განმავლობაში. ეს მეთოდი კვირაში რამდენჯერმე შეგიძლიათ გამოიყენოთ.
11. Lao Gong
რეკომენდირებულია პირის წყლულების, მსუბუქი სიცხის და შფოთვის სამკურნალოდ:
დააწექით ოდნავ მკვეთრი მოძრაობით აღნიშნულ წერტილებს და მოახდინეთ მათი სტიმულირება 2-3 წამით. გაიმეორეთ დღეში სამჯერ.
12. Qi Hai Shu
რეკომენდირებულია ზურგის დაბლითა ნაწილის ტკივილის, არარეგულარული მენსტრუაციის და ასთმის სამკურნალოდ:
გაიკეთეთ ორივე წერტილის მსუბუქი მასაჟი ცერა თითების დახმარებით 4-5 წამის განმავლობაში. გაიმეორეთ ყოველდღე.