ეს სანელებელი ებრძვის გაცხიმოვნებას, უძილობას, ანემიასა და ჭიებს

საუცხოო არომატის წყალობით ძირა ფართოდ გამოიყენება კულინარიაში. საოცარი სურნელისა და გემოს მქონე ეს სანელებელი კერძებს თავისებურ ლაზათს ჰმატებს.

ალბათ ძნელად თუ მოიძებნება დიასხალისი, ვინც ძირას არ იყენებს. ძირა უძლიერესი, ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ფართო სპექტრით გამოიყენება და სხვადასხვა დაავადებას ეფექტურად კურნავს.

სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია თქვენი ჯანმრთელობისთვის ამ სურნელოვან სანელებელს.

1. ძირა შეგიმსუბუქებთ კუჭის პრობლემებს

თუ თქვენ კუჭის პრობლემები გაქვთ თანაბარი რაოდენობით აიღეთ ჯანჯაფილის ფხვნილი, ძირა, შავი პიმპილი, მარილი და კარგად აურიეთ. მომზადებული ნრევის 1 ს. კ. გახსენით 1 ჩ. ჭ. წყალში, დალიეთ ჭამის შემდეგ და იგრძნობთ შეღავათს.

2. გაგათავისუფლებთ პარაზიტებისგან

მოამზადეთ სამკურნალო ნარევი, რომლის ძირითადი იგრედიენტი ძირაა. აიღეთ 400 მლ წყალი, დაამატეთ 15 გრ ძირა, კაარგად აურიეთ და დალიეთ 20-40 მლ. მომზადებული საშუალება უმოკლეს დროში გაგათავისუფლებთ ჭიებისგან. ნარევი მიიღეთ დილა-საღამოს.

3. ქრონიკული ღებინების წინააღმდეგ

იმისათვის, რომ თავი დააღწიოთ ამ არასასურველ პრობლემას 1 ს. კ. მოხალული ძირა შეურიეთ თაფლს და მიიღეთ ყოველი ჭამის შემდეგ.

4. გაციებისა და ხველის საწინააღმდეგო საშუალება

ძირა უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელიც ეფექტურად გამოდევნის ნახველს, გაგათავისუფლებთ ხველისგან და შეგიმსუბუქებთ გაციების სიმპტომებს. ძირის რამდენიმე მარცვალს დაასხით 100-200 მლ წყალი და აადუღეთ, გადაწურეთ და დალიეთ.

5. უძილობის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება

დაჭყლეტილ ბანანს დაამატეთ ნახევარი ჩ. კ. მოხალული ძირა და კარგად აურიეთ. მომზადებული ნაზავი მიიღეთ სადილის შემდეგ და თქვენ ახალშობილივით დაიძინებთ.

6. გაგათავისუფლებთ მუცლის ტკივილისგან

იმისათვის, რომ გათავისუფლდეთ მუცლის ტკივილისგან დალიეთ 3 გრ ძირის ფხვნილისა და თბილი წყლის ნარევი.

7. ძირა ანემიის წინააღმდეგ

თუ თქვენ რკინის დეფიციტი გაქვთ, რომელიც გამოწვეულია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემით ან ფეხმძიმედ ხართ, მიიღეთ ძირა, რადგან ის რკინის ბუნებრივი წყაროა და შეივსეთ მისი დეფიციტი.

8. ღვიძლის გამწმენდი საშუალება

ძირის ყოველდღიური გამოყენება უზრუნველყოფს თქვენი ღვიძლის ჯანმრთელობას. ძირა ღვიძლის დეტოქსიკაციისთვის საუკეთსო საშუალებაა. გამოიყენეთ ძირისა და წყლის ნარევი და გაიწმინდეთ ღვიძლი ტოქსინებისგან.

9. ყაბზობა

იმისათვის რომ თავი დააღწიოთ ყაბზობას, თანაბარი რაოდენობით აიღეთ ჯანჯაფილის ფხვნილი, ძირა, კარი და შავი პილპილი, დაამატეთ მარილი, ზეთი და აურიეთ. მომზადებული საშუალება მიიღეთ ბრინჯთან ერთად და გათავისუფლდით ყაბზობისგან.

10. დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალება

სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად მიიღეთ დღეში 2-ჯერ 1 ჩ. ჭ. წყალი გაჯერებული ძირის ფხვნილით.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები და იზრუნეთ თქვენს  ჯანმრთელობაზე.