ინტერნეტი სავსეა ისეთი ისტორიებით, რომლის გმირმა ადამიანებმაც საკუთარი გარეგნობა და ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალეს ცუდ ჩვევებზე უარის თქმით. თუმცა, მე გადავწყვიტე ჩამეტარებინა ექსპერიმენტი იმის გასაგებად, თუ რა შედეგს მომცემდა 1 თვის განმავლობაში ყოველდღიურად 2 ჭიქა ლუდის დალევა:
პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ სერიოზული ცუდი ჩვევებით არ გამოვირჩევი. ყოველ დილას დავრბივან და ალკოჰოლსაც მხოლოდ სპეციალურ შემთხვევებში ვსვავ. ალკოჰოლის მიღების ნორმების მიხედვით დღეში 1 ლიტრი ლუდის დალევაა რეკომენდირებული, კვირაში მაქსიმუმ ოთხჯერ. ამის ნაცვლად გადავწყვიტე კვირაში 5-6 დღის განმავლობაში დამელია 1 ლიტრი ლუდი და 1 თვის შემდეგ ექიმთან მივსულიყავი ჯანმრთელობის შესამოწმებლად.
პირველი კვირა – რამდენიმე დღის განმავლობაში ლუდის რეგულარულად სმის შემდეგ ხშირი თავის ტკივილები დამეწყო, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. ჩემ სხეულს ყოველდღე ვუღებდი ფოტოს ცვლილებების აღსაბეჭდად და შევამჩნიე, რომ ჩემი სახე უფრო შეშუპებული გახდა და თვალების ქვეშ შავი ზოლები გამიჩნდა.
მეორე კვირა – მოულოდნელად დაძნება და გაღვიძება ასჯერ უფრო რთული გახდა. ჩაძინებისთვის 40 წუთი მჭირდებოდა და დილით რამდენჯერმე მაინც ვთიშავდი მაღვიძარას. ამის გამო სამსახურში დაგვიანებებიც დავიწყე. გამოსაფხიზლებლად 1 საათი და 1 ჭიქა ძლიერი ყავის დალევა მჭირდებოდა.
მესამე კვირა – კოლეგებმა შეამჩნიეს რომ უფრო და უფრო ადვილად ვღიზიანდებოდი. კონცენტრაციის პრობლემები გამიჩნდა და ხშირად მონიტორს ვაშტერდებოდი უაზროდ მაშინ, როდესაც ექსპერიმენტამდე 4 საათი შესვენების გარეშე უპრობლემოდ შემეძლო მუშაობა. ახლა ყოველ საათში დასვენება მჭირდება და გამუდმებით საათს ვუყურებ სამუშაო საათების დასრულების მოლოდინში.
მეოთხე კვირა – ადრე ცუდ ამინდშიც კი დილით რამდენიმე კილომეტრს გავრბოდი, თუმცა ლუდის სმის დაწყებასთან ერთად ეს მანძილიც მნიშვნელოვნად შემცირდა. ერთ თვიანი ექსპერიმენტის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ ხუთჯერ ვირბინე ამ თვეში მაშინ, როდესაც აქამდე თვეში მინიმუმ თოთხმეტჯერ მაინც დავრბოდი.
ყველაზე მეტად წონის სწრაფმა მომატებამ გამაოცა. ვარჯიში არ შემიწყვეტია, თუმცა მუცლის გაზრდა შესამჩნევი გახდა თვის ბოლოს. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ექიმს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა შევამოწმებინე იმის გასაგებად, თუ რამხელა ზიანი მივაყენე ამ ერთ თვეში ჩემ ორგანიზმს. როგორც აღმოჩნდა სუნთქვის პრობლემები და სახის შეშუპება სისხლის ვენების გადავსების ბრალი იყო. მუცლის გასიება კი ენდოკრინული სისტემის დაავადებებმა გამოიწვია. ინსომნია თირკმელების პრობლემების სიმპტომი იყო.
რა ვისწავლე ჩემი ექსპერიმენტის წყალობით:
- ჩემი ვიზუალი გაუარესდა. სმის დაწყებიდან ერთ კვირაში უკვე შავი ზოლები მქონდა თვალების ქვეშ და მუცელიც გამისივდა, ხოლო სახე შეშუპდა.
- ძილის ხარისხი გაუარესდა. უფრო მეტი ხანი მჭირდება ჩაძინებისთვის და გამოფხიზლებისთვის. 9 საათიანი დასვენების შემდეგაც კი ლოგინიდან ადგომა ძალიან მიჭირს.
- მუშაობა უფრო რთული გახდა. ძილის პრობლემების გამო მარტივად ვღიზიანდები და დავალებებზე ფოკუსირება მიჭირს, დასვენებაც უფრო ხშირად მჭირდება.
- ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. მუშაობის დონე შემცირდა. სისხლის წნევის პრობლემებმა სუნთქვის ნაკლებობა და პალპიტაციები გამოიწვია. დღის განმავლობაში ხშირად განვიცდიდი თავის ტკივილებს.
ექსპერიმენტამდე შეცდომით მჯეროდა, რომ საღამოს ერთი ჭიქა ლუდის დალევა განსატვირთად არავის არაფერს ავნებდა. ალკოჰოლი ყველაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს, თუმცა მე მსგავს ექსპერიმენტს აღარასდროს გავიმეორებ. ახლა ვემზადები ხანგრძლივი ვარჯიშის სესიებისთვის და ჯანსაღი დიეტის დასაცავად. ლუდის თაროებს სუპერმარკეტებში ალბათ რამდენიმე თვე მაინც ავარიდებ თავს.