
ლამაზი საზაფხულო ფეხსაცმლის არჩევისას უნდა გახსოვდეთ, რომ სტილთან ერთად ასევე თქვენი ჯანმრთელობა, კომფორტი და ფეხის ჰიგიენაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმ 10 ცნობილი შეცდომის შესახებ, რომელსაც ყველაზე ხშირად უშვებენ ცხელ ამინდში ჩასაცმელი ფეხსაცმლის არჩევის დროს.
ზედმეტად ვიწრო ძირი
ვიწრო ძირიანი ფეხსაცმელი ფეხის სახსრების დეფორმაციას იწვევს და თითებზე კოჟრებსაც კი აჩენს. ისინი ასევე ფრჩხილების კანში ჩაზრდას და კანის გაღიზიანებასაც იწვევენ, რადგან მათი ჩაცმისას ზეწოლა თანაბრად არ ნაწილდება ფეხზე.
არასწორი ზომის ქუსლები
როდესაც არასწორი ზომის ქუსლებიან ფეხსაცმელს იცვავთ, ფეხის მოხრის კუთხე და ფეხსაცმლის მოხრის კუთხე ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს იწვევს სისხლის მიმოქცევის პრობლემებს და ჭარბ ოფლიანობას, ფეხის ტკივილებთან ერთად.
ფეხზე გრძელი ძირი
ფეხის თითის წვერებსა და ფეხსაცმლის ძირის დასასრულს შორის დაშორება 1 სანტიმეტრზე მეტი არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სიარული არაკომფორტული ხდება და იწვევს კანის ქსოვილებისა და სახსრების დაავადებებს. ასეთ დროს კიბეზე ფეხის დაცდენის რისკიც დიდია.
ზედმეტად მოკლე ძირი
ასეთი ფეხსაცმლის ჩაცმისას გამუდმებით გჭირდებათ ფეხის შემაგრება თითების დაწოლით, რის გამოც კუნთები გამუდმებით დაჭიმულ მდგომარეობაში იმყოფება. ეს ასევე ზრდის ქუსლის გადატრიალების და სერიოზული ტრამვის მიღების რისკს.
ზედმეტად ფართო ფეხსაცმელი
როდესაც დიდ ფეხსაცმელს იცვავთ, მას გახდისგან მხოლოდ თქვენი თითები იცავს. ეს ფეხის კუნთების ზედმეტად გადაღლას იწვევს. ასევე მსგავსი ფეხსაცმელების ხმარება თითების და სახსრების დეფორმაციისა მიზეზი შეიძლება გახდეს, მუხლების და ზურგის ტკივილებთან ერთად.
ზედმეტად დიდი ფეხსაცმელები
ასეთი ფეხსაცმლით სიარულის დროს ყოველი ნაბიჯის გადადგმისას თქვენ გიწევთ ფეხის კუნთების დაძაბვა იმისთვის, რომ ფეხსაცმლის გახდა აირიდოთ თავიდან. ეს მარტივად იწვევს ბალანსის დაკარგვას და წაქცევის რისკს ზრდის, ასევე ზედმეტად ღლის სახსრებს და კუნთებს.
არაბუნებრივი მასალისგან შეკერილი ფეხსაცმელი
ზაფხულში რეკომენდირებულია ბუნებრივი ქსოვილებისგან დამზადებული ფეხსაცმელებით სიარული. ცხელ ამინდში ყალბი ტყავისგან დამზადებული ფეხსაცმლის ჩაცმა თქვენი ჯანმრთელობისთვის შესაძლოა საზიანო გამოდგეს, რადგან მაღალი ტემპერატურის დროს ასეთ მასალაში არსებული ქიმიური ნივთიერებები თქვენ კანთან იწყებს ურთიერთობას. ასევე ასეთი ფეხსაცმელები ვერ ატარებენ ჰაერს კარგად და ამან შეიძლება გამოიწვიოს სოკოვანი ინფექციების გაჩენაც კი.
პატენტი ტყავის ფეხსაცმელების ჩაცმა
ცხელ სეზონზე ტყავის ფეხსაცმელების ჩაცმისგან თავის შეკავება სჯობს. ასეთი ფეხსაცმელები არ გამოირჩევა ჰაერის კონდიცირებითა და ტენიანობასთან გამკლავების თვისებებით. თანაც, ასეთი ფეხსაცმელების ზედაპირი ცხელ ამინდში შეიძლება ტემპერატურის გამო დაზიანდეს და დაიბზაროს კიდეც.
შიშველ ფეხზე დახურული ფეხსაცმლის ჩაცმა
ეს ზაფხულში ჭარბ ოფლიანობას და ქუსლების კანის გაუხეშებას იწვევს. დახურული ფეხსაცმელების ჩაცმა ყოველთვის წინდებთან ერთად სჯობს.
ბრტყელძირიანი ფეხსაცმლის ჩაცმა
ასეთი ფეხსაცმლით 2 საათი სიარული დღეში შეიძლება თქვენი ჯანმრთელობის დაზიანებით დასრულდეს. ამის მიზეზი ისაა, რომ ასეთი ფეხსაცმელი ვერ იცავს თქვენს ქუსლებს დარტყმებისგან და ამის გამო თქვენი ჩონჩხი ყოველიკ ნაბიჯის გადადგმასთან იღებს მიკროტრამვას იღებს.