ბევრს სჯერა, რომ ამ სიმპტომებს ბევრი მუშაობა იწვევს. თუმცა, ისინი შეიძლება გამოწვეული იყოს მაგნიუმის და K ვიტამინის დაბალი დონით თქვენს ორგანიზმში. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ ყველა მნიშვნელოვან ფაქტს ამ საჭირო მიკროელემენტების შესახებ:
მაგნიუმი
მაგნიუმი ჩვენს სხეულში მიმდინარე მინიმუმ 300 სხვადასხვა ქიმიურ რეაქციაში მონაწილეობს. იგი გვეხმარება საჭმლის ენერგიად გადაქცევაში და ამინომჟავებისგან ქმნის ახალ პროტეინებს. სწორედ ამიტომ გამოიყენება იგი შფოთვის, სტრესის და დაღლილობის სამკურნალოდ.
მაგნიუმს ასევე შეუძლია თავის ტკივილებისა და შაკიკის განკურნებაც. მისი ნაკლებობა ადაბლებს სეროტონინის დონეს, იწვევს სისხლის ვენების შევიწროვებას და აფერხებს ნეიროტრანსმიტერულ ფუნქციებს. სწორედ ამიტომ შეიძლება გამოიწვიოს მაგნიუმის დონის დაწევამ დეპრესია და ინსომნია.
მაგნიუმის მიღება ასეთი პროდუქტების ჭამით შეგიძლიათ:
- ისპანახი
- თხილი
- ყავისფერი ბრინჯი
- პური
- თევზი
- ხორცი
- ავოკადო
K ვიტამინი
- K ვიტამინი პროტეინების სინთეზირებას ახდენს, რაც საჭიროა სისხლის შედედებისთვის სისხლდენის შესაჩერებლად. მისმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჩალურჯება და სისხლდენა. ეს ვიტამინი ასევე ამცირებს პროსტატის კიბოს გაჩენის რისკებსაც.
- K ვიტამინი ასევე ეხმარება D ვიტამინს ძვლებამდე მისვლაში და მათ გაძლიერებაში. სწორედ ამიტომ იზრდება მოტეხილობების რისკი K ვიტამინის ნაკლებობის დროს.
ამ სასარგებლო ელემენტის დღიური ნორმის მიღება შეგიძლიათ ამ პროდუქტების ჭამით:
- K ვიტამინს მცენარეებიდან შეიცავს რეჰანი, სალბი, ოხრახუში, ქინძი, მარჯორი და ხახვი. მისი მიღება შეგიძლიათ ასევე მწვანე ხახვის, სალათის ფოთლების და ნიახურის ჭამითაც.
- ამ ვიტამინით მდიდარი ბოსტნეულებია ბროკოლი და კომბოსტო. მას ასევე შეიცავს წიწაკა, ჩილის ფხვნილი, მოცხარი, კამა, ზეითუნის ზეთი და გამხმარი ხილები.
აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია დამატებით ვიტამინების მიღების წინ, რადგან მაგნიუმის და K ვიტამინის დიდი რაოდენობით მიღებას შეუძლია ნეგატიური ეფექტების გამოწვევა, განსაკუთრებით სხვა წამლებთან ურთიერთობის შემთხვევაში. ჯანსაღი დიეტა ამ ელემენტების საკმარის დოზას მოგცემთ თქვენი ორგანიზმის გასაძლიერებლად.