ქრონიკული ტკივილებით ცხოვრება ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს – თუმცა ამის მოგვარება ვალენტინ დიკულიმ მაინც წარმატებით შეძლო. მან შექმნა სპეციალური ვარჯიშის სისტემა, რომლითაც ქრონიკული ტკივილებით დაავადებული ადამიანების ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა საკუთარ ცხოვრებასთან ერთად.
1962 წელს ცირკში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ ექიმებმა დიკულის უთხრეს, რომ იგი ვეღარასდროს გაივლიდან. თუმცა, დეპრესიაში ჩავარდნის ნაცვლად დიკულიმ ვარჯიშების კეთება დაიწყო. იგი ჯერ ზედატანს ავარჯიშებდა, შემდეგ კი პარალიზებული ფეხების ვარჯიშზე გადავიდა ისე, თითქოს ისინი სრულიად ჯანსაღი იყო. წლების განმავლობაში ამ ეფექტური ვარჯიშების გამოყენებით მან სიარულის შესაძლებლობა დაიბრუნა და გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოახერხა მოხვედრა. შესაბამისად, თუკი ქრონიკული ზურგის ტკივილების მსგავსი პრობლემები გაწუხებთ, მაშინ ეს ვარჯიშები სწორედ თქვენთვისაა:
ვარჯიში #1
დაწექით ზურგზე, გაშალეთ ხელები ხელისგულებით დაბლა. გაასწორეთ ფეხები და შეატყუპეთ. თავის, მხრების და მარცხენა ფეხის აწევის გარეშე ნელა მიაბრუნეთ მარცხენა თეძო მარჯვნივ. გაჩერდით ასე 2-3 წამით და შემდეგ ნელა დაუბრუნდით საწყის პოზას. გაიმეორეთ იგივე მეორე თეძოს გამოყენებით.
ვარჯიში #2
დაწექით ზურგზე და გაშალეთ ფეხები მხრების სიგანეზე. გადააჯვარედინეთ ხელები მკერდზე და ფეხების აწევის გარეშე მიაბრუნეთ მარცხენა მხარი მარჯვნივ. გაჩერდით ასე 3 წამის განმავლობაში და შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას. გაიმეორეთ იგივე ვარჯიში მეორე მხარეს.
ვარჯიში #3
დაწექით ზურგზე და შეატყუპეთ ფეხები. გაშალეთ ხელები და იატაკიდან თავის და მხრების აწევის გარეშე გაწიეთ ფეხები რაც შეიძლება მარჯვნივ, მათი გაშლის გარეშე. გაჩერდით ასე 3 წამით და შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას. გაიმეორეთ იგივე ვარჯიში მეორე მხარეს.
ვარჯიში #4
დაწექით ზურგზე და გაშალეთ ფეხები მხრების სიგანეზე. გადაიჯვარედინეთ ხელები მკერდზე. თეძოების აწევის გარეშე გადახარეთ სხეული მარჯვნივ სრიალით. გაჩერდით ასე 3 წამით და შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას. გაიმეორეთ იგივე ვარჯიში მეორე მხარეს.
ვარჯიში #5
დადექით გამართულად და გაიხედეთ წინ. ზურგის მოხრის გარეშე მოხარეთ მუხლები და გადაიხარეთ წინ ნელა ხელების დაბლა ჩამოშვებით. გაჩერდით ასე 3 წამით და შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას.