ლიმონის კექსზე უკეთეს ტკბილეულს ჩაის წვეულებისთვის ვერ ინატრებთ. ლიმონის დელიკატური არომატით გაჯერებული კექსი გამოდის ნაზი, ჰაეროვანი და უგემრიელესი.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 2 ჩ. ჭ.
- კვერცხი 3 ცალი
- კარაქი 200 გრ
- შაქრის ფხვნილი 150 გრ
- ვანილის შაქარი 2 ჩ. კ.
- ლიმონის წვენი 1 ს. კ.
- ლიმონის ცედრა 1 ჩ. კ.
- გამაფხვიერებელი 2 ჩ. კ.
- მარილი ¼ ჩ. კ.
მომზადების წესი:
- კარაქი მიქსერით კარგად ათქვიფეთ ისე, რომ მიიღოთ ჰაეროვანი მასა და თანდათან დაამატეთ შაქრის ფხვნილი, კვერცხი, მარილი, ვანილის შაქარი, ლიმონის წვენი, ცედრა. ბოლოს ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.
- საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. მზა ცომი ფორმაში გადაიტანეთ და თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. კექსს გამოსაცხობად დასჭირდება 50 წუთი.
გაგრილების შემდეგ მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი ან დაფარეთ გამდნარი შოკოლადით. გემრიელად მიირთვით!