მეჭეჭები ხშირად უსაფრთხოა და ტკივილსაც არ იწვევს, თუმცა მათი გაჩენის შემდეგ მაშინვე გვიჩნდება მათი მოშორების სურვილი. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ ყველაზე ეფექტურ მეთოდებს, რომლების დახმარებითაც ამ უსიამოვნო პრობლემის გაქრობას სახლის პირობებში შეძლებთ:
1. ესტუმრეთ თქვენს ექიმს
გახსოვდეთ რომ ექიმის მონახულება კონსულტაციისთვის აუცილებელია იქამდე, სანამ სახლის პირობებში ცდით პრობლემების მოგვარებას. თანაც საეჭვო ვიზუალის მქონე მეჭეჭზე ექიმებმა შესაძლოა ბიოფსია ჩაატარონ.
2. ვაშლის ძმარი
- ჩაალბეთ ბამბის პატარა ნაჭერი ვაშლის ძმარში და გამოწურეთ ზედმეტი სითხე
- დაიდეთ მეჭეჭზე
- დაიმაგრეთ კანზე სახვევის დახმარებით
- დაიტოვეთ მთელი ღამის განმავლობაში
- გააგრძელეთ პროცედურა იქამდე, სანამ მეჭეჭი არ გამუქდება და არ მოძვრება კანს
3. ჩაის ხის ზეთი
- გაიწმინდეთ პრობლემური არე
- დააწვეთეთ ბამბის ნაჭერზე 3 წვეთი ჩაის ხის ზეთი
- წაისვით ნაჭერი მეჭეჭზე ნელი მასაჟით
- გაიმეორეთ დღეში სამჯერ უკეთესი შედეგებისთვის
4. ორეგანოს ზეთი და ქოქოსის ზეთი
- აურიეთ ერთმანეთში 2-3 წვეთი ორეგანოს ზეთი და 4-5 წვეთი ქოქოსის ზეთი
- გაიწმინდეთ მეჭეჭის არე თბილი წყლით
- წაისვით ბამბის ნაჭრით მიღებული ნაზავი კანზე
- გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღიურად სამჯერ იქამდე, სანამ მეჭეჭი არ გაშავდება, გახმება და მოძვრება კანს
5. ლიმონის წვენი
- გაიწმინდეთ პრობლემური არე
- დაასხით ლიმონის წვენი ბამბის ნაჭერზე
- დაიდეთ ბამბა კანზე დღეში სამჯერ
6. ალოე ვერას წვენი
- გაიწმინდეთ პრობლემური არე
- წაისვით კანზე ალოე ვერას წვენი ან გელი
- დაიმასაჟეთ მისი გამოყენებით მეჭეჭი რამდენიმე წუთით
- გაიმეორედ პროცედურა დღეში სამჯერ
7. დაჭყლეტილი ნიორი
- დაჭყლიტეთ 2-3 თავი ნიორი პასტის მისაღებად
- წაისვით ბამბით მიღებული პასტა მეჭეჭზე
- დაიფარეთ სახვევით და დატოვეთ ასე მთელი ღამით
- გაიმეორეთ იგივე პროცედურა 2-3 ღამის განმავლობაში
8. ბანანის კანი
- გაიწმინდეთ პრობლემური არე
- მოჭერით ბანანის კანის პატარა ნაწილი
- დაიდეთ მეჭეჭზე კანის თეთრი მხარე და შეიხვიეთ სახვევით
- დატოვეთ ასე მთელი ღამე
- გაიმეორეთ პროცედურა ყოველ ღამე იქამდე, სანამ მეჭეჭი არ მოგძვრებათ