14 რამე, რასაც თქვენი სახე გეუბნებათ ჯანმრთელობის შესახებ

უძველეს დროში ექიმები სხვადასხვა აპარატების არქონის გამო დაავადებების დიაგნოზების დასმისთვის სწორედ სახეს აკვირდებოდნენ. სახი რუკის დახმარებით თქვენ მარტივად შეძლებთ იმის გაგებას, თუ რა პრობლემები აწუხებს თქვენს ჯანმრთელობას. ნახეთ რომელია ყველაზე ცნობილი სიმპტომები და რაზე მიგანიშნებენ ისინი:

1. ნიკაპის შეწევა

ამ პრობლემას როგორც წესი დაბერების პროცესი და გენეტიკური პრობლემები იწვევს. ასეთი სიმპტომის შემთხვევაში სჯობს მიმართოთ ექიმს კბილების სამაგრების გასაკეთებლად.

2. თმის ზრდის სიჭარბე

ქალების სახეზე თმის მოჭარბებული ზრდა მშობლებისგან გენეტიკურად გადმოცემული პრობლემა შეიძლება იყოს. ამ სიმპტომს ასევე ორგანიზმში მამაკაცის ჰორმონების მოჭარბებული რაოდენობის გაჩენაც იწვევს. ასეთ დროს უნდა შეამოწმოთ თქვენი ჰორმონების ბალანსი.

3. ფერმკრთალი კანი

თუ სიფერმკრთალე სახის ერთ კონკრეტულ ნაწილში გაწუხებთ, მაშინ ეს შეიძლება ანემიის მაგივრად ორგანიზმის რომელიმე კონკრეტული ნაწილის, მაგალითად სახის ან კიდურის პრობლემის მანიშნებელი იყოს. სიფერმკრთალის გამოწვევა ასევე სეუძლია ორგანიზმში სისხლის წითელი უჯრედების შემცირების პრობლემას და სისხლის მიმოქცევის სისუსტეს, რის დროსაც ექიმს უნდა მიმართოთ.

4. დაბზარული ტუჩები

ტუჩების ხშირი დაბზარვა შეიძლება გამოიწვიოს ჰერპესის ვირუსმა ან მზეზე ზედმეტად დიდი ხნით გაჩერება. ეს პრობლემა შეიძლება კანის კიბოთაც კი გადაიქცეს იმ შემთხვევაში, თუ მას დროულად არ უმკურნალებთ. ასევე უნდა იზრუნოთ ჰერპესის ვირუსის განკურნებაზეც, რადგან მისი გადადება სხვა ადამიანებისთვის ძალიან ადვილად ხდება.

5. ხალები

თუკი სახეზე ხალი მოულოდნელად გაგიჩნდათ და მისი ფორმა ასიმეტრიულია, მის შუაგულში თმა იზრდება ან იგი უცნაური ფერით გამოირჩევა, მაშინ მის გამოსაკვლევად სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს, რათა კიბოს განვითარება აიცილოთ თავიდან.

6. წყლულები

ტუჩების და ნესტოების არეში წყლულების გაჩენას 1 ტიპის ჰერპესის ვირუსი იწვევს. მათ გაჩენის პროვოცირებას ახდენს სტრესი, ზედმეტი დაღლილობა, მზეზე დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. თუ მსგავსი წყლულები 1-3 კვირაში არ გაგიქრებათ თავისით, მაშინ მიმართეთ ექიმს.

7. სახის პარალიზება

სახის პარალიზების სინდრომი ხელს გიშლით სახის ერთი ნაწილის გამოძრავებაში. ის ასევე იწვევს ყბის და ყურების უკანა ნაწილის ტკივილს. ამას ნერვების დამაზიანებელი ვირუსი იწვევს, რომელიც რამდენიმე დღეში შეიძლება განვითარდეს. მისი განკურნებისთვის 3-6 თვეა საჭირო.

8. მშრალი კანი

კანის გამოშრობა და გაუხეშება დატენიანების პრობლემასთან ერთად ისეთმა სერიოზულმა პრობლემებმაც შეიძლება გამოიწვიოს, როგორიცაა ჰიპერთირეოზი ან დიაბეტი.

9. თვალების ზოლის გასიება და ქუთუთოების შეშუპება

ასეთ პრობლემას როგორც წესი უძილობა იწვევს და მისი გამოსწორება კარგად გამოძინებით შეგიძლიათ. თუმცა, თუკი ეს პრობლემა მარტივად არ ქრება, მაშინ იგი თვალების ქვეშ სითხის დაგროვების სიმპტომი შეიძლება იყოს. ამას ალერგიები და ზედმეტად ბევრი მარილის მიღება იწვევს.

10. ცუდი ორალური ჰიგიენა

პირში ცუდი სუნის გაჩენა ცუდ ორალურ ჰიგიენასთან ერთად ასევე იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენი ძვლები და გული ცუდ მდგომარეობაშია.

11. აკნე ყბის ზოლის ირგვლივ

ამ ზოლში აკნეს გაჩენა სტრესის, ჰორმონალური ცვილებების და ისეთი მედიკამენტების ბრალი შეიძლება იყოს, როგორიცაა B ვიტამინი, ანტიდეპრესანტები და კონტრაცეპტივები.

12. ყურების ქავილი

ყურების ქავილი შეიძლება ალერგიებმა ან ინფექციებმა გამოიწვიოს, მაგრამ ამ სიმპტომის უფრო სერიოზული მიზეზი შეიძლება ეგზემა ან ფსორიაზი იყოს, რაც სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს.

13. უხეში თმა

სუსტი და გაუხეშებული თმის ქონა ცუდი დიეტის ბრალი შეიძლება იყოს, თუმცა ამას უფრო ხშირად დეჰიდრატაცია და ქიმიკატების მიერ მიღებული დაზიანება იწვევს ორგანიზმში. თმის მდგომარეობის გაუარესევა ასევე ხშირად ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის გაუარესების ნიშანიცაა.

14. ჰორიზონტალური ხაზები შუბლზე

ასეთ ჰორიზონტალურ ხაზებს ასევე სტრესის ხაზებსაც უწოდებენ. ისინი იმის მანიშნებელია, რომ ზედმეტად ბევრი სტრესის ქვეშ ხართ და ასევე არაჯანსაღ დიეტას იცავთ. ეს ზოლები პირდაპირ თქვენი მუცლის ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული, რის გამოც ზედმეტად ბევრი შაქრის და ცხიმების მიღების შემთხვევაში მათი გაჩენის შანსი იზრდება.