ცხიმების გაყინვა ლიპოსაქციის არაქირურგიული ალტერნატივაა. იგი ინოვაციურ კოსმეტოლოგიურ მეთოდს წარმოადგენს სხეულის კონტურების გამოსაკვეთად ცხიმის უჯრედების გაყინვის საშუალებით. ეს ხელს უშლის ცხიმის უჯრედების წარმოქმნას და გეხმარებათ მისი რაოდენობის შემცირებაში, რაც არ უდრის წონის დაკლებას. ეს შეეხება მხოლოდ იმ ცხიმის უჯრედებს, რომლის წარმოქმნაც ჩვენს ორგანიზმში ხდება თინეიჯერობის წლებში. ამ უჯრედების ფიქსირებული რიცხვი არ იცვლება დიეტის და ვარჯიშის დახმარებით. წონის დაკლება ამ უჯრედების ზომის დაპატარავებას ნიშნავს. წონის მომატება კი მათ გაზრდას იწვევს.
როგორ აღმოაჩინეს ეს მეთოდი?
ეს მეთოდი მეცნიერმა დიეტერ მენშტეინმა აღმოაჩინა მაშინ, როდესაც შეამჩნია რომ ცივი ტკბილეულის ჭამის მოყვარულ ბავშვებს ლოყების არეში გახდომის ნიშნები ეტყობოდათ. მან გააცნობიერა, რომ ყინული ამ არეში ცხიმის უჯრედების გაყინვას და განადგურებას აწარმოებდა.
როგორ მუშაობს ეს მეთოდი?
პაციენტი თავსდება სავარძელში მაქსიმუმ 2 საატის განმავლობაში. შემდეგ მომრგვალებული ძირის მქონე აპარატის დახმარებით ხდება კანის ზედაპირის გაციება სხეულის პრობლემურ ზონებში. გამყინავი პანელები ფრთხილად უმიზნებენ და ყინავენ ცხიმის უჯრედებს კანის ქვეშ. ამ პროცესის დროს კანის ტემპერატურას აკვირდებიან ექიმები იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს არ აზიანებს თქვენს სხეულს.
პროცედურის დასრულების შემდეგ გაყინული უჯრედები კვდებიან და დროთა განმავლობაში ისინი ტოვებენ ორგანიზმს. ისინი ასე სამუდამოდ ტოვებენ თქვენს ორგანიზმს, რის გამოც გამოძერწილი სხეულის ფორმებით დიდი ხნით შეგიძლიათ ისიამოვნოთ.
ორგანიზმის რომელი ნაწილების ცხიმების გაყინვაა შესაძლებელი?
- ორმაგი ყბა
- მკერდის ცხიმი
- ზურგის ცხიმი
- მუცლის ცხიმი
- გვერდებში არსებული ცხიმი
- თეძოების ცხიმი
- საჯდომის ქვეშ არსებული ცხიმი
- შიდა და გარე თეძოების ნაწილის ცხიმი
ვისთვისაა განკუთვნილი ეს პროცედურა?
ეს მეთოდი ყველასთვის არაა განკუთვნილი. მისი გამოყენება სასარგებლოა იმათთვის, ვისაც სურს სხეულის მსუბუქი გაუმჯობესება და იმ ჯიუტი ცხიმის მოშორება, რომელიც ვარჯიშის და დიეტის წყალობით არ ქრება. პროცედურის ჩატარებამდე ექიმები ითვალისწინებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა კანის ელასტიურობის დონე, პაციენტის ასაკი, ქსოვილების სისქელე და ასევე განიხილება ისიც, თუ რამდენად რთული იქნება სასურველი შედეგის მიღწევა.
როდის დაინახავთ შედეგებს?
პროცედურის შედეგები ინდივიდუალურია, მაგრამ ზოგადად ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ სასურველ ეფექტს რამდენიმე კვირიდან 3 თვემდე ვადაში შეამჩნევთ. როგორც წესი სასურველი შედეგის მისაღებად ერთი პროცედურა საკმარისია და 90 დღის შემდეგ პაციენტი კონკრეტულ არეში ცხიმის 20-25 პროცენტიან შემცირებას ამჩნევს.
უსაფრთხოა ეს მეთოდი?
ამ მეთოდის გამოყენბა არ საჭიროებს ოპერაციას, ანესთეზიას, ორგანიზმის გაჭრას და გამოკეთების პერიოდის გავლას, რის გამოც მისი რისკები მართლაც ძალიან დაბალია.