ტკბილეული ყველასათვის საყვარელი ნუგბარია. ძნელად თუ მოიპოვება ადამიანი, ვისაც არ უყვარს კანფეტები, კექსები, ორცხობილები, შოკოლადები და ტორტები. ზაფხულია, გართობისა და დასვენების დროა. ზღვა, პლაჟი, ცურვა, გარუჯვა და ამ დროს ცდილობთ, რომ ზედმეტი კილოგრამები მოიშოროთ და გიწევთ, რომ საყვარელ ტკბილეულზე უარი თქვათ, მაგრამ გიჭირთ დესერტის გარეშე გაჩერება?
შემოგთავაზებთ უფქვილო, უშაქრო და უცხიმო დაბალკალორიული ხაჭოს დესერტის რეცეპტს. 100 გრამი ეს პროდუქტი შეიცავს მხოლოდ 100 კალორიას.
დესერტის სტრუქტურა მოგვაგონებს საყვარელ ტკბილეულს ,,ჩიტის რძეს“.
საჭირო ინგრედიენტები:
- ხაჭო 600 გრ
- კვერცხი 2 ცალი
- ვანილი
- ჟელატინი 20 გრ
- თაფლი 100 გრ
- სახამებელი 40 გრ
- რძე 500 გრ
მომზადების წესი:
1. ჟელატინს დაასხით თბილი რძე და 10 წუთით დადგით გასაფუებლად.
2. ერთმანეთს შეურიეთ კვერცხი და სახამებელი, თანდათან დაამატეთ დარჩენილი რძე.
3.მიღებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ და ადუღებიდან 1 წუთის შემდეგ გამორთეთ, როცა გაცივდება შეაზავეთ ვანილითა და თაფლით.
4. დაბლენდერებული ხაჭო კრემს შეურიეთ და დაამატეთ გაცხელებული ჟელატინიანი მასა.
მომზადებული მასა გადაიტანეთ ყალიბში, ზემოდან გადააფარეთ სტრეჩი (საკვების პლიონკა) და 6 საათით შედეთ მაცივარში.
თუ გსურთ დაბალკალორიულ დესერტი კიდევ უფრო მეტად ტკბილი იყოს, დაამატეთ თაფლი, ზემოდან კი მორთეთ ნებისმიერი ხილით.
მიირთვით უგემრიელესი დაბალკაორიული ნუგბარი, ისიამოვნეთ და თან აირიდეთ ზედმეტი კილოგრამებიც.