უგემრიელესი, ნოყიერი და ფაფუკუი კექსი, რომელიც დაბალკალორიულია. საკმაოდ მოზრდილი ნაჭერი, რომელიც 100 გრ იწონის, მხოლოდ 240 კალორიას შეიცავს.
საჭირო იგრედიენტები ცომისთვის:
- კვერცხი 2 ცალი
- თაფლი 50 გრ
- ბრინჯის ფქვილი 150 გრ
- ცხიმგამოცლილი რბილი ხაჭო 150 გრ
- რძის ფხვნილი 100 gr
- ნახევარი ჩ. კ. სოდა ლიმონის წვენთან ერთად
იგრედიენტები კრემისთვის:
- სიმინდის სახამებელი 10 გრ
- რძე 2,5% 150 გრ
- კვერცხი (გული) 1 ცალი
ცომის მომზადება:
კვერცხი და თაფლი აურიეთ ერთმანეთში, დაამატეთ ხაჭო, რძის ფხვნილი და ბრინჯის ფქვილი. მიღებული მასა დაასვენეთ 10 წუთი. შემდეგ კი გამოაცხვეთ 25-30 წუთის განმავობაში 180 გრდუს ტემპერატურაზე. გამომცხვარი კექსი ღუმელიდან არ გამოიღოთ იქვე გააციეთ.
კრემის მომზადება:
კრახმალი, კვერცხის გული და რძე ათქვიფეთ მიქსერით, დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე, ურიეთ განუწყვეტლივ, ადუღებისთანავე გამორთეთ და გააციეთ. გაჭერით კექსი შუაზე და მიღებულ ფენებს წაუსვით კრემი და შეაერთეთ.