ჰორმონალური დისბალანსის 9 მნიშვნელოვანი სიმპტომი, რომელიც თქვენს გარეგნობას აზიანებს

ადამიანის ორგანიზმის განვითარება და გაზრდა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჰორმონების ფუნქციონირებაზე. ეს პატარა მოლეკულები პასუხს აგებენ ჩვენს ხასიათზე, ემოციებზე, ქცევაზე და ვიზუალზეც კი. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ ყველაზე მნიშვნელოვან სიმპტომებს, რომლის მიხედვითაც ჰორმონალურ დისბალანსს ამოიცნობთ დროულად. თუკი ამ სიმპტომებიდან ერთ-ერთს მაინც შეამჩნევთ, მაშინ სასწრაფოდ უნდა გაესაუბროთ ექიმს:

აკნე

თუკი აკნე თქვენი ხშირი კომპანიონი გახდება, მაშინ ეს სწორედ ჰორმონალური დარღვევის ნიშანია.

ჭარბი წონა

თუკი ჯანსაღად იკვებებით და აქტიურო ცხოვრების წესითაც ხართ დაკავებული, მაშინ ასეთ დროს მოჭარბებული წონა სწორედ ჰორმონების მიერაა გამოწვეული.

დაღლილობა

ქრონიკული დაღლილობა სწორედ ჰორმონალური დისბალანსის ნიშანია. თუკი 8 საათიანი ჯანსაღი ძილის შემდეგაც კი თავს დაღლილად გრძნობთ, მაშინ სწორედ ეს პრობლემა გაწუხეებთ.

ოფლიანობა

თუკი მოჭარბებულ ოფლიანობას თან ახლავს სიცხის მოულოდნელი აწევებიც, მაშინ ეს სწორედ ჰორმონების დისბალანსის ნიშანია.

შავი წრეები თვალების ქვეში

თვალების ქვეშ შავი წრეების გამჩენი ქრონიკული ინსომნია სწორედ ჰორმონალურ დარღვევებთანაა კავშირში. იგი მამაკაცებში ტესტოსტერონის და ქალებში პროგესტერონის ნაკლებობის დროს იჩენს თავს.

დეპრესია

დეპრესია და შფოთვა შესაძლოა ქალების მენსტრუაციული ციკლის წინ, ორსულობისას ან მენოპაუზის დროს გაჩნდეს, რადგან ისინი ჰორმონალური დისბალანსის სიმპტომებს წარმოადგენენ. შფოთვის ხშირი შეტევების შემთხვევაში გაესაუბრეთ ენდოკრინოლოგს.

ცვლილებები მკერდის არეში

ესტროგენის დაბალი დონე მკერდის ქსოვილს ნაკლებად მკვრივს ხდის. ამ ჰორმონის მოჭარბებულ რაოდენობას კი სიმსივნეების და ცისტების გაჩენა შეუძლია. თუკი მსგავს ცვლილებებს შეამჩნევთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

თმის ცვენა

მოჭარბებული თმის ცვენა ჰორმონალური პრობლემების ერთ-ერთი ცნობილი სიმპტომია. ასეთ დროს აუცილებლად უნდა შეამოწმოთ ჰორმონების დონე ექიმთან ვიზიტის საშუალებით.

არასასურველი თმა

შავი თმის ამოსვლა მკერდზე, სახეზე, ხელებზე და ტანის იმ ნაწილებზე, სადაც იგი წესით არ უნდა იყოს, სწორედ სერიოზულ ჰორმონალ დარღვევებზე მიგვანიშნებს.