ხაჭოსა და ბანანის გემრიელი და სასარგებლო საბავშვო ნაყინი

პატარების საოცნებო ნუგბარია ნაყინი, რომელსაც ისინი ძალდაუტანებად მიირთმევენ. თქვენ ამას ამჩნევთ და ფიქრობთ, რომ ფანტაზიისა და  მოხერხებულობის წყალობით მათი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტებით მოამზადოთ ნაყინი, რომელსაც ბავშვებიც სიამოვნებით მიირთმევენ და თქვენც კმაყოფილი დარჩებით.

საჭირო იგრედიენტები:

  • მშრალი ხაჭო 250 გრ
  • ბანანი 2 ცალი
  • ნაღები ( 10%) 110-120 მგ
  • შაქარი ან თაფლი 3-4 ჩ. კ.
  • ვანილი

მომზადების წესი:

დააბლენდერეთ ხაჭო, დაჭრილი ბანანი, შაქარი ან თაფლი, ნაღების ნაწილი, ვანილი, თუ საჭიროება მოითხოვს დაამატეთ დარჩენილი ნაღებიც. უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის მასა.

მომზადებული ნაყინი გადაიტანეთ კონტეინერში და 3-4 საათით შედეთ საყინულეში.

მიღებთ რბილ და უგემრიელეს ნაყინს, რომელსაც თქვენი პატარები სიხარულით მიირთმევენ.