10 ვიტამინი, რომელიც ქალბატონების ორგანიზმს ჰაერივით სჭირდება

სტატიაში ჩამოთვლილი ყველა ვიტამინი აუცილებელია იმისათვის, რომ ქალბატონების ორგანიზმმა გამართულად, სრულფასოვნად და შეუფერხებლად იმუშაოს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ შუახნის ასაკს გადააბიჯეთ.

ქალბატონების ორგნიაზმისათვის აუცილებელი ვიტამინებია: 

1. ვიტამინი B 12

იგი აძლიერებს სისხლს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამრიგად, ის იცავს ორგანოების, განსაკუთრებით კი ტვინის  ჯანმრთელობას. ის აგრეთვე ზრდის სიცოცხლიუნარიანობას.

2. კალციუმი

წლებთან ერთად ეს მინერალი აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. ის შეგიძლიათ მიიღოთ როგორც აბის სახით, ასევე თქვენი კვების რაციონი გაზარდოთ კალციუმით მდიდარი პროდუქტებით. მიირთვით ისპანახი, ბროკოლი, ნუში და სხვა.

3. ვიტამინი D

ვიტამინიD აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს, რომელიც იწვევს მთელ რიგ პრობლემებს.

4. მაგნიუმი

მაგნიუმი არეგულირებს სისხლის წნევას, აწესრიგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და ახშობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს. გარდა ამისა ეს ვიტამინი აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის.

5. ომეგა 3

ომეგა-სამი აფერხებს ნაადრევ დაბერებას. აუმჯობესებს ცხიმების წვას, იცავს გულის ჯანმრთელობას, ხელს უშლის მეხსიერების დაქვეითებას.

6. ვიტამინი B7

ვიტამინი B7, იგივე ბიოტინი, აუცილებელია უჯრედების ზრდისთვის და ცხიმოვანი მჟავების სინთეზისთვის. ეს ვიტამინი აუცილებელია თმისა და კანის ჯანმრთელობისთვის.

7. ვიტამინი B9

ვიტამინი B9, იგივე ფოლიუმის მჟავა, ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ქალბატონების ორგანიზმისთვის. ის თავიდან გვარიდებს გულის დაავადებებს, სისხლის მაღალ წნევას, ალცჰეიმერის განვითარებასა და დეპრესიას.

8. ვიტამინ c

C ვიტამინი აჩქარებს სხეულის დაზიანებული ქსოვილებისა და უჯრედების აღდგენა-განახლების პროცესს, რამდენჯერმე ამცირებს სხეულში ავთვისებიანი წამონაზარდების ფორმირების რისკს, თავიდან გვარიდებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებს და აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას.

9. ვიტამინ E

E ვიტამინი ჩვენი ახალგაზრდობისა და სილამაზისათვის აუცილებელი კომპონენტია, რომელიც აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს და აფერხებს ასკაკობრივ ცვლილებებს.

10. ვიტამინ K

K ვიტამინი თამაშობს საკვანძო როლს ჩვენი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გაჯანსაღებასა და ძვლების გაძლიერებაში. გარდა ამისა, ის უნარჩუნებს სისხლს ნორმალურ სიბლანტეს, თავიდან გვარიდებს მის გასქელებას და საიმედოდ გვიცავს გულის დაავადებებისგან.