თმის ცვენის საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ საშინაო პირობებში მომზადებული მრავალჯერ ნაცადი საშუალება.
მხოლოდ 2 იგრედიენტის დამატება თქვენს შამპუნს გააჯერებს ვიტამინებით, რაც ძალიან სასარგებლოა თმის ძირების გასამაგრებლად და ცვენის შესაჩერებლად.
თმის ცვენა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით. მაგალითად, როგორიცაა სტრესი,რომელიც იწვევს ჰარმონიულ დისბალანსს, ფეხმძიმობა, მენოპაუზა და სხვა.
შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში დამზადებული შამპუნის რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ ამ ფრიად მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში.
როგორ მოვამზადაოთ თმის ცვენის სააწინააღმდეგო შამპუნი?
პირველ რიგში შეიძინეთ თქვენი თმისთვის სასურველი, ბუნებრივი PH-ის შემცველი შამპუნი. სასურველია, თუ გამოიყენებთ ბავშვის ნებისმიერ შამპუნს. ის იქნება ფუძე იმ სშაუალებისთვის, რომელიც თქვენ უნდა მოამზადოთ.
შამპუნს დაამატეთ როზმარინისა და ლომონის ეთერზეთები და 2 კაფსულა E ვიტამინი, რომელის შეძენაც ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ.
როზმარინის ეთერზეთი ხელს უწყობს სისხლის შედინებას თავის კანში, რითაც უზრუნველყოფს თმის ძირების სიმტკიცეს.
ლიმონის ეთერზეთს აქვს გამაგრილებელი ეფექტი და არის ძლიერი ანტისეპტიკი.
E ვიტამინი კი თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა.
შამპუნის რეცეპტი
მომზადების წესი:
შამპუნს დაამატეთ 10 წვეთი როზმარინის ზეთი, 10 წვეთი ლიმონის ეთერზეთი და 2 კაფსულა E ვიტამინი. გამოყენების წინ შამპუნი აუცილებლად შეანჯღრიეთ.
გამოყენების წესი:
შამპუნი გამოიყენეთ ორ დღეში ერთხელ. რამდენიმე წუთის განმავლობაში, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თმებში, გაიჩერეთ 10 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.
რამდენიმე კვირის შემდეგ შეამჩნევთ, რომ თქვენი თმა იზრდება და აღარ გცვივათ.
ნუ დაიზარებთ, დაამატეთ თქვენს შამპუნს სულ რაღაც სამი იგრედიენტი და შედეგით ისიამოვნეთ.