უგემირელესი ჩიზქეიქი, რომელიც მზადდება საკმაოდ მარტივად და გამოდის ძალიან არომატული, აუცილებლად შეგიყვარდებათ! ცადეთ მისი მომზადება ჩვენი დღევანდელი მარტივი ინსტრუქციის მიხედვით, რათა საკუთარი კულინარიული ნიჭითა და შესაძლებლობებით ყველა მეგობრის სასიამოვნოდ გაოცება შეძლოთ.
ამ საოცრად ფუმფულა ჩიზქეიქს სჭირდება მხოლოდ სამი იგრედიენტი:
- კვერცხი 3 ცალი
- თეთრი ან რძიანი შოკოლადი 125 გრ
- მასკარპონე 120 გრ
მომზადების წესი:
1. თასში მოათავსეთ დატეხილი შოკოლადი და გაალღვეთ ორთქლზე.
2. გამოყავით კვერცხის ცილა და გულები. ცილა კარგად ათქვიფეთ.
3. გამდნარ შოკოლადს დაამატეთ ნაღების კრემი და კარგად აურიეთ.
4. შემდეგ დაამატეთ კვერცხის გულები და საფუძვლიანად აურიეთ.
5. მომზადებულ მასას ფრთხილად და თანდათანობით შეურიეთ ცილა.
6. საცხობი ფორმა მოამზადეთ შემდეგნაირად: აიღეთ პერგამენტის ქაღალდი, გააკეთეთ 20 სმ დიამეტრისა და 15 სმ სიმაღლის ცილინდრი, ჩააინეთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი.
7. გამოაცხვეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში.
მომზადების განსაზღვრული წესების დაცვის შედეგად გამოდის ტორტი ფუმფულა და ჰაეროვანი.
გამომცხვარ ტორტს დაამატეთ შაქრის ფხვნილი, ხილი. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ,