ლორწო- ეს ბუნებრივი პროდუქტია, რომელსაც გამოიმუშავებს ჩვენი ორგანიზმი. მაგრამ ხშირად ძალიან დიდი რაოდენობით ლორწო გროვდება, რაც უკვე საზიანოა. ლორწოს ნარჩენები იწვწვს ხველას, სუნთქვის გაძნელებას, გულ-მკერდის არეში ტკივილს და სხვა.
შემოგთავაზებთ ეფექტურ საშინაო სიროფს, რომელიც გაგათავისუფლებთ ლორწოსგან.
სიროფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ გაფილტრული წყალი, რომელსაც გააცხელებთ დაბალ ცეცხლზე, დაამატეთ სელის თესლი, სალბი, ალთეა, ლომონის და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში.
ლორწო წებოვანი ნივთიერებაა, რომლის ფუნქცია შეზეთვა და ფილტრაცია. ის ბაქტერიების, ინფექციების, სოკოებისა და ვირუსების საწინააღმდეგო საშუალებაა და მათგან იცავს ორგანიზმს. სქელი ლორწო იწვევს ბევრ პრობლემას, მაგალითად, როგორიცაა ხველა, სუნთქვის გაძნელება და ბევრი სხვა. ზოგიერთი ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია ამ სიმპტომებთან:
- მშრალი გარემო ოთახში
- წყლისა და სხვა სითხის არასაკმარისი რაოდენობა
- ყავა, ჩაი
- მოწევა
- ბრონქიტი, სინუსიტი‚ ასთმა და მრავალი სხვა
- კისტური ფიბრომა
ხალხური საშუალება, რომელიც გაგათავისუფლებთ ლორწოსგან.
ყველამ კარგად იცის მარტივი, საშინაო საშუალების მარილიანი წყლის შესახებ. მარილი დიდი როლს ასრულებს ლორწოს ოგანიზმიდან გამოდევნაში.
შემოგთვაზებთ მარტივი სახლის პირობებში მომზადებული სიროფის რეცეპტს, რომლის მიღების შემდეგ ბუნებრივი გზით გათავისუფლდებით ლორწოსგან.
ეს სიროფი ძალიან ეფექტურია ბავშვებისთვის.
საჭირო იგრედიენტები:
- ალთეას ფესვები 1 ს. კ.
- სელი 1 ს. კ.
- სალბი 1 ს. კ.
- გატერებული ლიმონი 1 ცალი
- გაფილტრული წყალი 1 ლ
- ნეკერჩხლის სიროფი 1 ფინჯანი
მომზადების წესი:
აიღეთ პატარა ქვაბი, ჩაასხით გაფილტრული წყალი და სუფთა ნეკერჩხლის სიროფი, დადგით საშუალო ცეცხლზე, დაამატეთ ყველა იგრედიენტი და 15 წუთის შემდეგ გამორთეთ.
მომზადებული სიროფი მიიღეთ დღეში სამჯერ თითო სუფრის კოვზი სრულ გამოჯანმრთელებამდე.