როგორც ყველა დიასახლისს მეც ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და უგემრიელესი კერძების მომზადება, განსაკუთრებით კი მხიბლავს უგემრიელესი ნამვხვრებითა და ტორტებით საყვარელი ადამიანების განებივრება.
შემოგთავაზებთ ჩემს ერთ-ერთ საფირმო, ხაჭოს ნამცხვრის რეცეპტს
საჭირო იგრედიენტები:
- ფქვილი 2 ს. კ.
- შაქარი 1,5 ჭიქა
- კვერცხი 4 ცალი
- ხაჭო 400 გრ
- არაჟანი 4 ს. კ.
- კარაქი 100 გრ
- სოდს 1 ჩ. კ
- მარილი მწიკვით
მომზადების წესი:
1. მიქსერით ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე.
2. კვერცხისა და შაქრის მასას დაამატეთ არაჟანი, ხაჭო, გამდნარი კარაქი და კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ მარილი და სოდა.
3. მომზადებული მასა გადაიტანეთ ბლენდერში, რათა გახდეს ერთგვაროვანი მასა. შემდეგ დაამატეთ გაცრილი ფქვილი და შეურიეთ ხის კოვზით ან სპატულათი. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ თხილი, ქიშმიში, ჟოლო ან თქვენთვის სასურველი სეზონური ხილი. მე პირადად მხოლოდ ხაჭოს გემოთი მირჩევნია, ვისიამოვნო და ამიტომ არაფერს არ ვამატებ.
4. ფაფუკი და უნაზესი ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, რომელშიც პერგამენტის ქაღალდია ჩაფენილი და გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში. გააციეთ და მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი ან მოასხით მინანქარი.
5. უგემრიელესია მოხარშული შედედებული რძით, რომელიც გადმომაქვს თასზე, ვდგავ ცეცხლზე, ვურევ განუწყვეტლივ, ვათხელებ და შემდეგ კი ვასხამ ხაჭოს ნამცხვარს.
დამერწმუნეთ, ყველას აღფრთოვანებას გამოიწვევთ და კიდევ ერთხელ გაღიარებენ უძლიერს მზარეულად.