უძლიერესი სამკურნალო ბალახი, რომელიც აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას, გულის მუშაობას, სისხლძარღვებს, თირკმელზედა ჯირკვლებს, თმას, სახის კანს და არა მარტო…
ადამიანები უხსოვსრი დროიდან მკურნალობენ ართრიტს, ასთმას, ეგზემას, ღვიძლის დაავადებებს, ნაღვლის ბუშტს, გულს-საოცარად უძლიერესი სამკურნალო მცენარით როზმარინით.
არომატული ბალახისგან დამზადებული ნაყენები მოგანიჭებთ საჭირო ენერგიას და მოგიგვარებთ ჯანმრთლობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.
სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას როზმარინის უპირატესობების შესახებ:
1. როზმარინი აუმჯობესებს გულისა და სისხლძარღვების მუშაობას
მას აქვს სკლეროზის საწინააღმდეგო თვისებები, ამცირებს ქოლესტერინის დონეს. მისი გამოყენება საოცრად ეფექტურია ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, განსაკუთრებით კი ასაკოვან ადამიანებში ტვინის დარღვეული სისხლის მიმოქცევის აღდგენისათვის.
სისხლის მიმოქცევისა და გულის მუშაობის მოსაწესრიგებლად რეკომენდებულია როზმარინი მიიღოთ შემდეგი წესით: 1 ჩ. კ. ფოთლებს დაასხით 2 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი, გააჩერეთ თერმოსში 30 წუთი, გაფილტრეთ. მომზადებული ნაყენი მიიღეთ ჭამამდე 1-2 ს. კ. დღში 3-ჯერ.
2. როზმარინი კანის უჯრედების გამაახალგაზრდავებელი
როზმანი ატენიანებს კანს, ამცირებს ნაოჭებს, ააქტიურებს სისხლის ცირკულაციას, აუმჯობესებს სახის ფერს, გაგიქრობთ პიგმენტურ ლაქებს.
რეკომენდებულია მიირთვათ როზმარინის ჩაი. როზმარინის ეთერზეთი დაამატეთ ნიღბებსა და მალამოებ და გაიწმინდეთ სახე როზმარინის ნაყენით.
ე. ი. როზმარინი კოსმეტოლოგიური ხაზით ფრიად ეფექტური საშუალებაა.
3. ამცირებს სახსრების ტკივილს, ანთების საწინააღმდეგო და აღმდეგენი საშუალებაა
განსაკუთრებით სასარგებლოა ანთებითი პროცესების აღმოსაფხვრელად, ამიტომ ფართოდ გამოიყენება სახსრების დაავადებების, სასუნთქი გზების, ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ.
4. აუმჯობებსებს ტვინის ფუნქციონირებას
როზმარინი აწესრიგებს ტვინისათვის სისხლის მიწოდებას. ბალახი ხელს უშლის ნეიროტრანსმიტრის დეგრადაციას, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს კარგი მეხსიერება.
5. დაღლილობისა და სტრესის საწინააღმდეგო დამხმარე საშუალება
როზმარინი ამშვიდებს სტრესის ჰორმონებს და გაგიუმჯობესებთ განწყობას, ავსებს ენერგიას, ამშვიდებს სხეულსა და გონებას.
6. უზრუნველყოფს თმის გაზრდას, რადგან აუმჯობესებს სისიხლის მიმოქცევას.
დაამატეთ ის რამდენიმე წვეთის ოდენობით შამპუნში, რათა მიიღოთ საოცარი ეფექტი.
7. გასუქების საწინააღმდეგო
როზმარინი დაგეხმარებათ წონის დაკლებაში, ცხიმების დაშლასა და მადის დაქვეითებაში. საუკეთესო შედეგს მოგცემთ როზმარინის, სალბის, ავშანისა და კვრინჩხის ყვავილების კომბინაცია.
ბალახები აურიეთ თანაბარი რაოდენობით. აიღეთ ბალახების ნარევის 1 ჩ. კ. დაასხიტ 300 მლ ადუღებული წყალი. დააყოვნეთ 25 წუთი, გაფილტრეთ და მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში 3-ჯერ 150 მლ ოდენობით.
როზმარინისაგან სამკურნალო ეფექტის მიღება შეგიძლიათ რამდენიმე გზით:
რეგულარულად შეისუნთქეთ მისი სასიამოვნო არომატი, დაამატეთ კრემებში, შამპუნებში და თმისა და კანის მოსავლელ სხვა საშუალებებში.
დამატეთ რამდენიმე წვეთის ოდენობით ის ერთ ფინჯან გაგრილებულ ჩაიში და გემრიელად მიირთვით. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ სასმელს დაძინების წინმიირთმევთ.
რეკომენდებულია ამ სასმელის მირთმევა პაციენტებისათვის, რომელთაც დიაბეტი ან ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ.