შვრიის ბურახი-საოცარი სასმელია, რომლის მომზადების უამრავი სხვადასხვა უძველესი რეცეპტი არსებობს. შვრია თანდათან პურმა შეცვალა და თანამედროვე ცხოვრებაში აქტუალურია პურით დამზადებული ბურახი. მაგრამ შვრიის ბურახი ორგანიზმისთვის უფრო სასარგებლოა, კლავს წყურვილს და საოცარი გემო აქვს.
ამ რეცეპტის მომზადებას არ სჭირდება დიდი დრო და გამოცდილება.
საჭირო იგრედიენტები:
- წყალი 3 ლ-მდე
- შვრია 400-500 გრ
- ქიშმიში 1-2 ს. კ.
- თაფლი 1-2 ს. კ.
მომზადების წესი:
აიღეთ სამლიტრიანი ჭურჭელი, ჩაყარეთ გარეცხილი შვრია, დაამატეთ თაფლი, ქიშმიში და ქილა შეავსეთ გაფილტრული ცივი წყლით, აურიეთ და 3-4 დღით შვრიის გასაღვივლებლად დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ გაფილტრეთ, დაამატეთ წყალი, გემოვნებით თაფლი, კვლავ გააჩერეთ და 4 დღის შემდეგ ბურახი მზადაა.
- შვრიის ბურახი ინახება 3 თვის განმავლობაში.
- ქიშმიში ბურახს აძლევს მუქ ფერსა და საოცარ არომატს.
შვრიის ბურახი გაჯერებულია სასარგებლო ნივთიერებებით, რომლის მიღება ბავშვებსაც კი შეუძლიათ. ის შეგიცვლით დილის ყავას. შვრიის წყალობით ადამიანი ენერგიას და კარგ განწყობას შეიქმნის კოფეინის გარეშე.
ბურახის მიღება რეკომენდებულია დიაბეტიკებისთვის, რადგან ის ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. შვრიის შემადგენლობაში შემავალი ცილები დადებითად მოქმედებს ქსოვილების აღდგენაზე და აწესრიგებს ქოლესტერინის დონეს.
რაც უფრო ხშირად გამოიყენებთ შვრიის ბურახს, მით უფრო მეტი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის, აგარიდებთ ავიტამინოზს და გაგიმაგრებთ კბილის ემალს.
გამოიყენეთ ბურახის მომზადების უძველესი რეცეპტი, ისიამოვნეთ საოცარი გემოთი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.