ზოგჯერ ყველაზე მარტივი სამკურნალო რეცეპტები, რომლის იგრედიენტები ყველასთვის ხელმისაწვდომი და იაფიაა, ეფექტით უთანაბრდება უძლიერეს ფარმაცევტულ პრეპარატებს. რა თქმა უნდა ვერც ერთი ხალხური რეცეპტი ვერ შეცვლის ექიმთან ვიზიტის აუცილებლობას და მათი რეკომენდაციების გათვალისინებას.
მაგრამ ნუ დაივიწყებთ ჩვენი ბებიების მრავალგზის გამოცდილ რეცეპტებს. მათ ხომ არ ჰყავდათ ექიმები, ფარმაცევტები, მაგრამ ცხოვრობდნენ და ჩვენზე ჯანმრთელებიც იყვნენ.
ვენების ვარიკოზული გაგანიერება-დავადება, რომელმაც ძალიან შემაწუხა, ყველა ღონეს ვხმარობდი, რომ მტანჯველი დაავადებისთვის თავი დამეღწია. მეგობრის საშუალებით შევიტყვე, უძლიერესი სამკურნალო მალამოს შესახებ, რომლის წყალობითაც მან თავი დააღწია ვარიკოზს, ფეხებზე გაჩენილ წყლულებს, მუქ ლაქებს. მეც დაუყონებლივ გადავწყვიტე მალამოს მომზადება.
მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ღორის გამდნარი ქონი
- ალოეს წვენი
- თაფლი
- ვიშნევსკისა და იხტიოლის მალამო
- სარეცხი საპონი
- ხახვის წვენი
მოცემული იგრედიენტები აიღეთ 1 ს. კ. ოდენობით, მოათავსეთ პატარა ქვაბში, დადგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე და გამორთეთ. გააციეთ, დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე, შეიზილეთ, შემოიხვიეთ სუფთა ნაჭერი და შეიხვიეთ. მე შეხვეული ღამითაც დავიტოვე, დილით კი პროცედურა ხელახლა ჩავიტარე.