თაფლი და ასპირინი: კომბინაცია, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი კანის გაახალგაზრდავებასა და განახლებაში.
კოსმეტიკური საშუალებების შექმნაზე უამრავი სპეციალისტი და ბრენდი მუშაობს, მაგრამ სამწუხაროდ, მათი შეძენა ყველას არ შეუძლია. საბედნიეროდ, არსებობს უამრავი ბუნებრივი პროდუქტი, რომლეთა ეფექტიც არანაკლებია ძვირედღირებულ ბრენდულ პროდუქციაზე. ჩვენს ბებიებს არ ჰქონდათ იმის ფუფუნება, რომ გამოეყენებინათ ძვირადღირებული მალამოები და ნიღბები, მაგრამ ნატურალური პროდუქტებით გაჯერებული მათი თავის მოვლის საშუალებები საოცრად ეფეტურ შედეგს იძლეოდნენ.
სტატიაში შემოგთავაზებთ ბებიასეულ გამაახალგაზრდავებელ, გამწმენდ ნიღაბს, რომელიც მხოლოდ ორი იგრედიენტისგან შედგება.
რატომ მაინდამაინც კომბინაცია-თაფლი და ასპირინი?
სანამ შემოგთავაზებთ ინფორმაციას ამ ორი უძლიერესი პროდუქტის შესახებ, შეგახსენებთ, რომ თაფლი ალერგიული პროდუქტია, აგრეთვე ასპირინსაც აქვს უკუჩვენება, ამიტომ კარგი იქნება თუ გამოყენებამდე მათ კარგად შეისწავლით.
მაშ ასე, თაფლისა და ასპირინის კომბინაცია მეტად ეფექტური საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს სახის კანის გაახალგაზრდავებას. თაფლი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით და C ვიტამინით. ეს ვიტამინები არეგულირებს კანის მეტაბოლურ პროცესებს, კვებავს ჟანგბადით, ატენიანებს, ასწრაფებს რეგენერაციის პროცესს, ანახლებს ეპიდერმის უჯრედებს.
ვიტამინი C და პოლიფენოლი აძლიერებს კოლაგენის სინთეზს.
და ამცირებს კანის დაბერების ინტენსივობას. ხოლო ასპირინი წმენდს ფორებს, ატონიზირებს კანს, ათანაბრებს და აღადგენს კანის ფერს.
როგორ მოვამზადოთ თაფლისა და ასპირინის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი?
- აიღეთ 4 აბი ასპირინი (ჩვეულებრივი და არა შუშხუნა) და დაფხვენით.
- ასპირინის ფხვნილი შეურიეთ 1 ს. კ. თხელი კონსისტენციის თაფლში.
შეგიძლიათ ამ იგრედიენტების უძლიერეს კომბინაციას დაამატოთ A და E ვიტამინები ან 1 ჩ. კ. ალოეს წვენი.
როგორ გამოვიყენოთ ნიღაბი?
ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე და შეზილეთ. ნიღაბი დაიტოვეთ 15 წუთით და შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
ასპირინით გაჯერებული ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ კვირაში ერთხელ და დაიმახსოვრეთ, რომ მისი გამოყენების შემდეგ არ გახვიდეთ ქუჩაში, ამიტომ უმჯობესია ნიაღაბი გაიკეთოთ საღამოს.
ასპირინიანი ნიღბები ეფექტურად მოქმედებს სახის კანზე , მაგრამ თვალის მიდამოებში მათი გამოყენება არ შეიძლება. ასპირინს აქვს პილინგის ეფექტი, წმენდს ფორებს.
მოამზადეთ უძლიერესი ნიღაბი და გაიკეთეთ კვირაში ერთხელ. ჩაიტარეთ სულ 10-12 პროცედურა და დარჩით მუდმივად ახალგაზრდა.