კივი-ეს მჟავე ხილი ბავშვობაში საერთოდ არ მიყვარდა, მაგრამ ახლა ამ ზურმუხტისფერი ნაყოფით და მისი სასარგებლო თვისებებით აღფრთოვანებული ვარ.
მიიღეთ კივი ყოველ დილით უზმოზე და ძალიან მალე შეამჩნევთ სხეულზე ცვლილებებს.
კივის დიეტა დაგეხმარებათ სწრაფად გაიწმინდოთ ორგანიზმი, დაწვათ ზედმეტი ცხიმები, გაიძლიეროთ იმუნიტეტი და გაიჯეროთ ორგანიზმი ვიტამინებით.
კივი გახდომისათვის
კივის შემადგენლობაში შედის კარნიტინი, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების დაწვას. ის მდიდარია ბოჭკოებით, C ვიტამინით და ანტიოქსიდანტებით. კივი დაბალკალორიული ხილია. მისი ბოჭკოვანი სტრუქტურა ხელს უწყობს მადის კონტროლს.
თუ არ გაწუხებთ კუჭის წყლული ან გასტრიტი ყოველ დილით უზმოზე მიირთვით 1 ცალი კივი. ზოგიერთი ადამიანი მას ქერქიანად მიირთმევს, რომელიც აგრეთვე გაჯერებულია სასარგებლო ნივთიერებებით და ბოჭკოებით.
მიირთვით ყოველ დილით მშიერ კუჭზე კივი, აივსეთ ორგანიზმი ენერგიით და აიმაღლეთ განწყობა.
კივი წმენდს ნაწლავებს. ეს საოცარი ხილი ვიტამინების საწყობია და ირკვევა, რომ უკონტროლო მადა, რომელიც აღეძვრება ადამიანს ორგანიზმში გარკვეული ნივთიერებების ნაკლებობის შედეგი ყოფილა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ნივთიერებაა თუთია. ეს ხავერდის ხილი კი გაჯერებულია თუთიით.
კივით განტირთვის დღე
კვირაში ერთი, მაქსიმუმ ორი დღე უნდა გააკეთოთ კივით განტვირთვა. რეკომენდებულია მიირთვათ კივის 6 ცალი ნაყოფი და დალიოთ 1,5 ლ უცხიმო კეფირი ან უშაქრო იოგურტი. ამ მეთოდით შეძლებთ დაასვენოთ საჭმლის მომნელბელი სისტემა დატვირთული დღეებისგან, ასევე გაისუფთავებთ ნაწლავებს. კივის სასწაულებრივი თვისებების წყალობით, თქვენ შეგიძლიათ ერთი განტვირთვის დღის განმავლობაში დაკარგოთ 2 კგ–მდე.
განტვირთვის დღეს შეგიძლიათ მიიღოთ კოქტეილები, რომლებსაც მოამზადებთ შემდეგნაირად. კეფირი კივი, ფორთოხალი ან კენკროვნები დააბლენდერეთ.
კივის დიეტა იძლევა გასაოცარ შედეგს. შემოგთავაზებთ დიეტის 2 ვარიანტს, რომლებიც გათვლილია 7 დღეზე. ერთი კვირის შემდეგ კი საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ. უმოკლეს დროში 6 კილოგრამის დაკარგვა ალბათ ზღაპარი გგონიათ.
კივის მწვანე დიეტა
საუზმე
მოამზადეთ 1 კონა სალათის ფურცლების სალათა, დაამატეთ წვრილად დაჭრილი 1 ცალი ბულგარული პიმპილი, 1 ცალი კივი, ცოტა მწვანე ხახვი. სალათას მოასხით 1 ს. კ. ფრანგული მდოგვი ან ლიმონის წვენი.
საუზმიდან 2 საათის შემდეგ მიირთვით კოქტეილი
დააბლენდერეთ 200 გრ კეფირი, 1 ცალი მწვანე ვაშლი, 1 ცალი კივი, 1 ცალი ბანანი და მიირთვით საოცრად გემრიელი კოქტეილი. თუ არ გაქვთ საშუალება, მოამზადოთ კოქტეილი, მაშინ მიირთვით ხილი.
სადილი
აიღეთ 3 ს. კ. შვრიის ფანტელი და დაასხით 1 ჩ. ჭ. ნატურალური იოგურტი, დაამატეთ მუჭა ქიშმიში, წვრილად დაჭრილი მანდარინი და კივი. მომზადებული მასა დააყოვნეთ 15 წუთი და შემდეგ სიამოვნებით მიირთვით ენერგეტიკულად მდიდარი საკვები.
სადილის შემდეგ
მოამზადეთ ხილის სალათი, რომლისთვისაც დაგჭირდებათ 1 ცალი ბანანი, 1 ცალი ვაშლი, 1 ცალი კივი 1 ჩ. ჭ. კეფირი ან იოგურტი. შეგიძლიათ დაამატოთ მწიკვი დარიჩინი.
სამხარი
მოხარშეთ ყავისფერი ბრინჯი და მოამზადეთ ნოყიერი სალათა. 50 გრ მოხარშულ ყავისფერ ბრინჯს დაამატეთ 1 ცალი კივი, 1 ცალი ვაშლი ან მსხალი, სალათის ფურცლები და 1 ჩ. ჭ. კეფირი. შეიძლება სალათის შემადგენლობამ გაგაოცოთ, მაგრამ ის ძალიან გემრიელია.
დაძინებამდე
აირჩიეთ 1 ცალი ფორთოხალი ან დალიეთ 1 ჩ. ჭ. კეფირი.
კივის ცილოვანი დიეტა
საუზმე
მოამზადეთ სალათი 100 გრ მოხარშული ყავისფერი ბრინჯით, დაამატეთ 1 ცალი დაჭრილი კივი, 1 ცალი გახეხილი ვაშლი და 30 გრ ყველი ფეტა. მიირთვით სალათი და მიაყოლეთ 1 ფინჯანი მწვანე ჩაი.
საუზმიდან 2 საათის შემდეგ მიირთვით
1 ცალი ბანანი და 1 ცალი კივი. თუ გაქვთ დაბლენდერების საშუალება მაშინ იგრედიენტებს დაამატეთ 1 ცალი ლიმონი დააბლენდერეთ.
სადილი
საოცარი სალათი. დაჭერით კუბიკებად 150 გრ ფილე, ნახევარი გრეიფრუტი, 2 ცალი კივი, 1 ცალი წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, ცოტა მწვანე ხახვი, სალათას დაამატეთ მარილი, შავი პიმპილი, ლიმონის წვენი და 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი.
სადილის შემდეგ მიირთვით ნახევარი ბანანის, 2 ცალი კივის. 1 ჩ. კ. ქიშმიშისა და 200 გრ უცხიმო და უშაქრო იოგურტის სალათი. იოგურტის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კეფირი.
სამხარი
დაჭერით 50 გრ ყველი ფეტა და 2 კივი, დაამატეთ 50 გრ მოხარშული ყავისფერი ბრინჯი. სალათას მოასხით 1 ჩ. კ. ზეითუნის ზეთი და მოაყარეათ ცოტა რეჰანი.
ძილის წინ მიიღეთ 1 ჩ. ჭ. უცხიმო კეფირი ან იოგურტი.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და თავი დააღწიეთ არასასურველ კილოგრამებს. ინფორმაცია გაუზიარეთ მეგობრებსაც.