მაღაზიაში კარაქს აღარ შეიძენთ, როდესაც ამ რეცეპს მოსინჯავთ

პასტერიზებული რძისგან მომზადებული კარაქი ორგანიზმისთვის ნაკლებად სასარგებლოა, ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული შინაური კარაქი კი ძალიან სასარგებლოა.

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვით შეძლებთ შინაური კარაქის  მარტივად მომზადებას და მოგაწვდით მცირე ინფორმაციას, თუ რა სარგებლობა მოაქვს შინაურ კარაქს თქვენი ორგანიზმისთვის.

გაეცანით მოცემულ ინფორმაციას და გადაწყვიტეთ ღირს თუ არა შინ კარაქის მომზადება.

  • კარაქი შეიცავს A ვიტამინს. ვიტამინს, რომელიც  უმნიშვნელოვანესია თვალების, ქსოვილების, კბილების, კანის ჯანმრთელობისთვის
  • მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით
  • კარაქი შეიცავს ლეციტინს, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლად  და მეტაბოლიზმის ასასწრაფებლად
  • ლაურინის მჟავას, რომელიც აუცილებელია კანდიდოზისა და სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ
  •  A ვიტამინის მაღალბიოშეღწევად ფორმას, რომელიც აუცილებელია თირკმელზედა ჯირკვლისა და ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობისთვის
  • შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უშლის არტერიების დასუსტებას
  • K და E ვიტამინების საუკეთესო წყაროა
  • შეიცავს არაქიდონის მჟავას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვინის ფუნქციონირებაში
  • აგარიდებთ კუჭ-ნაწლავის ინფექციებს
  • უნარჩუნებს კბილებს ჯანმრთელობას
  • შეიცავს D ვიტამინს, რაც ხელს უწყობს კალციუმის სწორ შეწოვას
  • შეიცავს იოდს
  • შეიცავს კონიუგირებულ ლინოლეინის მჟავას, რომელიც არის ძლიერი კიბოს საწინააღმდეგო აგენტი, იმუნიტეტისა და კუნთების  გამაძლიერებელი

შინაური კარაქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნაღები ან შინაური არაჟანი 1ლ
  • ზღვის მარილი გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

ცივი ნაღები (აუცილებლად უნდა იყოს ცივი) მიქსერით კარგად ათქვიფეთ ან დააბლენდერეთ. ნაღები აიჭრება და ცალ-ცალკე გამოიყოფა კარაქი და რძე ე. წ. დო.

მიღებული მასა გადაიტანეთ საცერზე და გააჩერეთ სითხის დაწურვამდე. შემდეგ კარაქს დაასხით ცივი წყალი, თან ურევთ კოვზით ისე, რომ მასა შეიკრას. წყალი მთლიანად უნდა დაიწრიტოს.

მზა კარაქს მიეცით თქვენთვის სასურველი ფორმა, შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და ცოტა ხნით შედეთ საყინულეში.

გაითვალისწინეთ, რომ საყინულეში შენახული შინაური კარაქი ძლებს 2-3 თვე.

შეგიძლიათ კარაქს დაამატოთ თქვენთვის სასურველი სანელებლები ან ბალახები, ფორთოხლისა და ლიმონის ცედრა.

მაგალითად, ლიმონის ცედრისა და წვრილად დაჭრილი ოხრახუშის კომბინაციით შეზავებული ძალიან გემრიელია.

ან წვრილად დაჭრილი რეჰანითა და დაქუცმაცებული ნივრით შეზავებული, ან მსხვილად დაფქული შავი პილპილით, ან წვრილად დაჭრილი ზეთისხილით. ეს უკვე თქვენს ფანტაზიაზე და გემოვნებაზე არის დამოკიდებული. შეგიძლიათ ყოველ ჯერზე მოამზადოთ განსხვავებული გემოთი და არომატით.

მოამზადეთ შინაური კარაქი, მიირთვით გემრიელად და იზრუნეთ თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაზე!