გამოიყენეთ საშინაო კრემი სახის მოსავლელად, რათა ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი გახადოთ

დაბერების პროცესი არის მთავარი მიზეზი, როცა კანზე ნაოჭები ჩნდება. ქალბატონებს ეს პრობლემა ძალიან დიდ თავსატეხს უჩენს და ყველა ღონეს ხმარობენ, რათა თავი დააღწიონ ამ უსიამოვნო პროცესს. ცდილობენ გაიქრონ და შეიმცირონ  ეს მომაბეზრებელი ხაზები. ისინი იყენებენ სხვადასხვა მეთოდებს და ქიმიური შემადგენლობით დატვირთულ კოსმეტოლოგიურ პროდუქციაზე  ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ. ეს შასუალებები უმეტეს შემთხვევაში ეფექტსაც არ იძლევიან.

გარდა სიბერისა, არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც იწვევს ნაოჭების გაჩენას. მაგალითად, როგორიცაა, კოსმეტიკური საშუალებები, არასწორი ცხოვრების წესი, მზის სხივების ზედმეტი ზემოქმედება, ჰორმონალური დარღვევები.

ნუ გადაიხდით ზედმეტს, მაშინ როცა უამრავი ნატურალური იგრედიენტი არსებობს, რომელიც უმარტივესი გზით მოგიგვარებეთ ამ პრობლემას და შეუძლია სახის კანის 10 წლით გაახალგაზრდავება.

საჭირო იგრედიენტები:

  • თაფლი 1 ს. კ.
  • რძე 1 ს. კ.
  • ბრინჯი 3 ს. კ.
  • წყალი 1 ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. აიღეთ თასი, ჩაყარეთ 3 ს. კ.ბრინჯი, დაასხით წყალი და დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ. გააციეთ და მასა გადაიტანეთ მინის ჭურჭელში. დაამატეთ რძე, თაფლი და კარგად აურიეთ.
  2. პირველ რიგში კარგად გაიწმინდეთ სახე. შემდეგ ნიღაბი დაიტანეთ სახეზე, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ და 15 წუთი დაიყოვნეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ.

სტატიაში შემოთავაზებული ნიღაბი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც იცავს კანს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. ნიღაბი ატენიანებს კანს, აქრობს გამონაყარს და ლაქებს.

გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევა. მოამზადეთ ბუნებრივი იგრედიენტებით გაჯერებული ნიღაბი და შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით.