ღრმა სიბერემდე კარგი მხედველობა რომ შეინარჩუნოთ, გაამდიდრეთ რაციონი ამ საკვები პროდუქტებით

0
198

თვალები ჩვენი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რომლის საშუალებითაც ვხედავთ გარე სამყაროს.

ასაკის მატებასთან ერთად მხედველობა უარესდება. გარდა ასაკისა, ამის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი კვება და აუცილებელი საკვები ნივთიერებების ნაკლებობა.

საუკეთესო გამოსავალი არის თქვენი კვების რაციონს დაამატოთ A ვიტამინით მდიდარი პროდუქტები. დადასტურებულია, რომ ორგანიზმში A ვიტამინის ოპტიმალური დონე ხელს უშლის თვალის სიმშრალეს, თვალის ანთებასა და სიბრმავეს.

დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ქვემოთ მოცემული პროდუქტები, შეივსეთ A ვიტამინის დეფიციტი,  გაიუმჯობესეთ მხედველობა და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

  • პამიდორი. მაგალითად, ერთი საშუალო ზომის პამიდორი უზრუნველყოფს A ვიტამინის ყოველდღიური მოხმარების 20%-ს.
  • ნესვის მხოლოდ 1 ნაჭერი უზრუნველყოფს A ვიტამინის ყოველდღიური მოხმარების 120%-ს.
  • საქონლის ღვიძლი მდიდარია C და A ვიტამინებით. ის ანემიის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა. 100 გრ საქონლის ღვიძლი შეიცავს A ვიტამინის ყოველდღიური მოხმარების 300%-ს.
  • აისბერგი – სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით მდიდარ ამ პროდუქტს დადებითი გავლენა აქვს ჩვენს მხედველობაზე.
  • საშუალო ზომის ატამი შეიცავს A ვიტამინის ყოველდღიური მოხმარების 10%-ს.
  • ინდაურის ღვიძლი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. მოცემული პროდუქტის 15 გრ უზრუნველყოფს A ვიტამინის დღიურ ნორმას.
  • სტაფილო. ერთი საშუალო ზომის სტაფილო უზრუნველყოფს A ვიტამინის ყოველდღიური მოხმარების 200%-ს.

კიდევ რამდენიმე საკვები პროდუქტი, რომელთაც დადებითი გავლენა აქვს ჩვენს მხედველობაზე. გაამდიდრეთ კვების რაციონი ამ საკვებით, რათა ღრმა სიბერემდე მახვილი მხედველობა შინარჩუნოთ:

  • ბატატი
  • წითელი წიწაკა
  • მანგო
  • ისპანახი
  • შვრია
  • თალგამი
  • გოგრა
  • გამხმარი რეჰანი
  • პაპრიკა
  • კომბოსტო
  • ბარდა
  • გარგრის ჩირი

A ვიტამინს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი კანის ჯანმრთელობისთვის, ძლიერი იმუნური სისტემისთვის, ჩვენი თვალების სწორი განვითარების, ფუნქციონირებისა და ჯანმრთელობისთვის. მოხარულები ვიქნებით, თუ თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას გაგვიზიარებთ.