ეს ხალხური რეცეპტები შეგიწყობთ ხელს მუხლის სახსრის აღდგენაში

მუხლების ტკივილის აღმოსაფხვრელად აუცილებლად გამოიყენეთ ხალხური მედიცინის უძლიერესი სამკურნალო რეცეპტები, რომლებიც გაჯერებულია ბუნებრივი იგრედიენტებით.

სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე უძლიერეს სამკურნალო რეცეპტს

რეცეპტი N 1

პირშუშხას რამდენიმე ფოთოლს დაასხით ცოტა წყალი და წამოადუღეთ. მომზადებული ნარევის თბილ-თბილი საფენები დაიდეთ 2-3 საათი. პირშუშხას ფოთლებს მარილების შეწოვის უნარი აქვს. მკურნალობის ხანგრძლივობა-7 დღე.

რეცეპტი N 2

ტრამვირებული სახსრის დასამშვიდებლად დაიდეთ სარეცხი საპნის ხსნარის საფენი და დაიტოვეთ მთელი ღამით.

რეცეპტი N3

თანაბარი რაოდენობით აიღეთ დენატურირებული სპირტი და ნავთი, ჩაასხით მინის ქილაში, დაამატეთ 3-4 ცალი ნედლი ცხარე წიწაკა, თავი მჭიდროდ დაახურეთ, დადგით თბილ, ბნელ ადგილზე და გააჩერეთ 1 თვე. მომზადებული მასა დაილა-საღამოს შეიზილეთ დაზიანებულ სახსარზე და შეიხვიეთ შალის ქსოვილით. პროცედურა ჩაიტარეთ სრულ გამოჯენმრთლებამდე. ნარევი გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

რეცეპტი N 4

აიღეთ 50 გრ ქაფური, 100 გრ სპირტი, 50 გრ მდოგვის ფხვნილი, 100 გრ უმი კვერცხის ცილა.

სპირტი და კამფარი აურიეთ, დაამატეთ მდოგვის ფხვნილი. ცალკე ჭურჭელში კარგად ათქვიფეთ კვერცხის ცილა და დაამატეთ მომზადებულ სპირტის, კამფარისა და მდოგვის ნარევს. იგრედიენტები კარგად აურიეთ და ძილის წინ შეიზილეთ დაზიანებულ სახსარზე.

რეცეპტი N 5

მუხლების ტკივილის საწინააღმდეგოდ ეფექტური საშუალებაა ღორის ქონის საფენები. ძილის წინ დაიდეთ საფენი და  შეიხვიეთ. დილით კი მოიხსენით. ღორის ქონს კანის ფორებიდან მარილის ამოწოვოს უნარი შესწევს. ტკივილი გაგივლით 5 პროცედურის შემდეგ.

რეცეპტი N 6

კარტოფილის ყვავილობის დროს კარგ ამინდში დაკრიფეთ კარტოფილის ყვავილები, გარეცხეთ და გააშრეთ სიბნელეში. აიღეთ 1 ს. კ. ყვავილი, ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 2 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი და გააჩერეთ 3 საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩ. ჭ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის ხანგრძლივობა 30 დღე.

კარტოფილის გამხმარ ყვავილები ჩაყარეთ მინის ბოთლში, დაასხით 100 გრ სპირტი. დაახურეთ თავი და გააჩერეთ ბნელ ადგილზე 2-3 კვირა. ნარევი შეიზილეთ დაზიანებულ სახსარზე. მომზადებული საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ ართრიტის, რადიკულიტისა და ოსტეოქონდროზის დროსაც.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.