გემრიელი საშინაო ბურხაი 6 საათში. ზუსტად ისეთი, როგორც კასრებში ჩვენს ბავშვობაში

0
699

შემოგთავაზებთ სახლში მომზადებული უგემრიელესი ბურახის რეცეპტს. მოამზადეთ და აუცილებად გაგახსენდებათ ბავშვობა, როცა კასრიდან გადმოსხმული ცივი ბურახით პირს ჩაიკოკლოზინებდით ხოლმე. მოსამზადებლად ძალიან მარტივია და გემო კი განუმეორებელი.

საჭირო იგრედიენტები:

  • სასმელი წყალი 5 ლ
  • ვარდკაჭკაჭა
  • ლიმონის მჟავა ან წვენი 1- 1,5 ჩ. კ.
  • შაქარი 650-700 გრ
  • საფუარი 5გრ

მომზადების წესი:

აიღეთ დიდი ემალის ქვაბი, დაახლოებით 6-7 ლიტრიანი. ჩაასხით 5 ლიტრი წყალი, დაამატეთ ლიმონის მჟავა, ვარდკაჭკაჭა და შაქარი, კარგად მოურიეთ და დადგით გაზქურაზე. მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით, შეაგრილეთ და ჯერ კიდევ თბილს დაამატეთ საფუარი. ასაფუებლად დადგით თბილ ადგილზე, დააყოვნეთ 4 საათით. ბურახი მზადაა, როცა ზედაპირზე ქაფს გაიკეთებს.

მომზადებული ბურახი გადაასხით ბოთლებში და გააციეთ. ახლა ისღა დაგრჩენიათ ცივი ბურახი მიირთვათ და  გადაეშვათ წარსულ მოგონებებში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here